მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1374 ინფიცირება, 422 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსი
1618296483
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1374 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 422 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 290 129 -ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია - 278 251 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 აპრილის მდგომარეობით, დღიური - 3,66%, ბოლო 14 დღის - 2,46%, ბოლო 7 დღის - 2,58%-ია.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 საქართველოში კორონავირუსი პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ამ ეტაპზე არავითარ ჩაკეტვაზე საუბარი არ არის“ - გამყრელიძე

✅„დაგვიანებული მომართვა COVID 19-ით გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზია“ - ცერცვაძე

✅„ბოლო 7 კვირის განმავლობაში კოვიდინფიცირების შემთხვევები ელვის სისწრაფით იზრდება“ - გებრეიესუსი