მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

15 ახალი შემთხვევა ახმეტაში - ქალაქის შესასვლელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ

ახმეტა კორონავირუსი
1600062705
COVID-19

წინასწარი ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგებმა ამის გამო, მიიღეს გადაწყვეტილება და სოფელ მატანის შესასვლელ-გასასვლელში მოწყობილია სამედიცინო კარავი, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ.

პრევენციის და ვირუსის დროულად გამოვლენის მIზნით, დილიდან დაიწყო სოფლის ყველა მცხოვრებისთვის ტექსტირების ჩატარება.

სოფელში კორონავირუსის შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 11 სექტემბერს გავრცელდა. დაინციფირებულ კაცს 5 სექტემბერს ქორწილი გორში ჰქონდა, რის შემდეგაც მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, რა დროსაც ტესტმა covid-19-ზე დადებითი შედეგი აჩვენა.

მეორე დღეს კი ვირუსი მის მშობლებსაც დაუდასტურდათ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახეთში, ირაკლი შიოშვილი 11 საათზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.