მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2 530 თბილისი, 330 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისის ანძა
1642402536
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 29 711 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 656 ახალი შემთხვევა. 

 ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 999 343-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.31%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.69%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 066 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 931 507.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 481 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 656 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 2 530

⭕ აჭარა - 330

⭕ იმერეთი - 213

⭕ ქვემო ქართლი - 116

⭕ შიდა ქართლი - 98

⭕ გურია - 67

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 104

⭕ კახეთი - 106

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 43

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 44

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 329 საიდანაც: 4 500 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 872, აჭარაში - 611, იმერეთში - 856.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი, მათ შორის, თბილისში - 436, აჭარაში - 122, იმერეთში - 256. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი,  მათგან თბილისში - 164, აჭარაში - 45, იმერეთში - 26.

2 092 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 250 - თბილისში, 593- აჭარაში. 46 737 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵კლინიკური სიმპტომები, რომლებიც დელტასგან განსხვავებით ნაკლებად გვხვდება „ომიკრონის“ დროს

🔵 „ომიკრონისთვის“ წინააღმდეგობას ადრე გადატანილი ინფექცია არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

🔵 „ადამიანები, ვისაც ჰოსპიტალიზაცია და რეანიმაცია დასჭირდა, აუცრელები არიან“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი

🔵 „ვირუსი ყველზე სწრაფად გადადის ბავშვებზე და ტოვებს პოსტკოვიდ სინდრომს“ - ვატო სურგულაძე

🔵 „ომიკრონით“ ინფიცირებისას მძიმე დაავადების განვითარების შანსი საგრძნობლად დაქვეითდა“ - ნანა გეგეჭკორი

🔵 „10% არის ისეთი ინფიცირებული, რომელთაც განმეორებითი პისიარის ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ ინფექციას“ - გიორგი კამკამიძე