მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

3212 ინფიცირება, 81 გარდაცვალება, 5017 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსი
1630565176
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3212 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 81 ადამიანი, ხოლო 5017 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა ორი სექტემბრის მონაცემებით, 556 909 შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 502 534 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 7 563 პაციენტი ემსხვერპლა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

✔️ „ბარიციტინიბის“ გამოყენებამ ინფიცირებულთა სიკვდილიანობა მკვეთრად შეამცირა“ - ზაზა წერეთელი

✔️ ტრაგიკული აგვისტო - ყველაზე მძიმე კოვიდთვე საქართველოსთვის, რა ხდებოდა ჩვენს გარშემო?