მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

36 თბილისი, 5 აჭარა - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი რეგიონებში

თბილისის ანძა
1651474632
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 4 638 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 51 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 655 221-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.1%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 0.99% ხოლო 7 დღის მანძილზე - 0.84%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 95 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 637 293-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 811 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 51 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 36

⭕ აჭარა - 5

⭕ იმერეთი - 3

⭕ ქვემო ქართლი - 0

⭕ შიდა ქართლი - 2

⭕ გურია - 2

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 0

⭕ კახეთი - 2

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 0

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 1

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 091 საიდანაც, 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 165, აჭარაში - 9, იმერეთში - 72.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 67 პირი, მათ შორის, თბილისში - 45, აჭარაში - 5, იმერეთში - 7. 805 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამავე თემაზე:

🔴 რა ვიცით კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ, რომელიც მსოფლიოში ვრცელდება?

🔴 „ჩვენი ომი საქართველოში - ეს არის რუსეთი და კოვიდი“ - გიორგი ფხაკაძე

🔴 პირბადის გაუქმება, „პაქსლოვიდის“ მიღება - კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული ახალი გადაწყვეტილებები სრულად