COVID-19

4 901 ინფიცირება, 2 586 გამოჯანმრთელება, 74 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

 ეპიდვითარება საქართველოში
1629528097
დაკოპირებულია

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 74 ადამიანი, ხოლო 2 586 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 510 941-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 6 723 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 442 956 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 10,52%, ბოლო 14 დღის - 10,95%, ბოლო 7 დღის - 10,97%.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ყველა პარამეტრი, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კრიტიკულია“

👉 მითები და ფაქტები ვაქცინაციის შესახებ - ექსპერტები ცრუ მოსაზრებებს უარყოფენ

👉 „კლინიკაში თავისუფალი ადგილები აღარ არის“