მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

5-11 წლის ბავშვებისთვის ფაიზერით ვაქცინაცია უსაფრთხოა - კვლევა

ფარმაცევტული კომპანია ფაიზერი
1632146184
COVID-19

კომპანია ფაიზერის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია უსაფრთხოა და ის კარგ იმუნურ რეაქციას და ანტისხეულების გამომუშავებას იწვევს. ამის შესახებ CNN იუწყება.

როგორც ფაიზერის განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია აშშ-ის წამლებზე და პროდუქტებზე კონტროლის სააგენტოს ამ ასაკში ვაქცინის გამოყენების უფლების მოსაპოვებლად შესაბამისი განაცხადით მიმართავს. დღეს გავრცელებული მონაცემები პირველი კვლევის შედეგია, რომელსაც საექსპერტო შეფასება ჯერ არ გაუვლია.

კვლევებში 5-დან 11 წლამდე 2 268 ადამიანი მონაწილეობდა. მათ ვაქცინის 10 მგ-იანი დოზა გაუკეთდა, რაც 12 წელზე უფროსი ადამიანებისთვის განკუთვნილი ვაქცინის დოზაზე ნაკლებია, რომელიც 30 მგ-ს შეადგენს.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ის დაახლოებით იგივე იყო, რაც 16-25 წლის პაციენტებში შეინიშნება. იმუნური რეაქცია მეორე ვაქცინის გაკეთებიდან დაახლოებით ერთ თვეში დაფიქსირდა.

ფაიზერის წარმომადგენლები, ასევე, აცხადებენ, რომ ბავშვებში მიოკარდიტის, ანუ გულის ანთების ფაქტები არ დაფიქსირებულა. კომპანია შესაბამისი კვლევების გაგრძელებას აპირებს.

ბავშვების ვაქცინაციის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 2021 წლის ივლისის შემდეგ ამ ასაკის ადამიანების ინფიცირება 240%-ით გაიზარდა. ახლა მათი წილი საერთო ინფიცირებულთა შორის აშშ-ში 29%-ს აღწევს.

ამჟამად ფაიზერის ვაქცინას 16 წელზე უფროსი ადამიანებისთვის მუდმივი ლიზენციით გამოიყენება, ხოლო 12-15 წლის მოზარდებში მას საგანგებო სიტუაციებში გამოყენების უფლება აქვს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

ასუსტებს თუ არა ფაიზერის ვაქცინა იმუნიტეტს? - DW-ს კვლევა

კვლევა: დელტა შტამი ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის რისკს ორჯერ ზრდის

ხანგრძლივი კოვიდი შესაძლოა, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს - კვლევა