მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

550 თბილისი, 102 სამეგრელო - ზემო სვანეთი - კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა რეგიონებში

თბილისის ანძა
1622013322
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 39 697 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 015 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 151 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის - 2,56%, ბოლო 14 დღის - 3,77%, ბოლო 7 დღის - 3,71%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 015 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 550 შემთხვევა.

✅აჭარა - 71

✅იმერეთი - 84

✅ქვემო ქართლი - 65

✅შიდა ქართლი - 35

✅გურია - 14

✅სამეგრელო - ზემო სვანეთი - 102

✅კახეთი - 46

✅მცხეთა-მთიანეთი - 28

✅სამცხე-ჯავახეთი - 12

✅რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 694, საიდანაც 3 940 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 891 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პაციენტი.

672 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 9 082 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი.

სულ 6 ოქტომბრიდან - 25 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 766 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 253 ადამიანი.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

✅1 015 ინფიცირება, 1 151 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

✅„არსებული ვაქცინები წარმატებულად მოქმედებს ბრიტანულ, აფრიკულ და ინდურ შტამებზე“- ჯანმოს წარმომადგენელი

✅როდის იქნება „ფაიზერის“ მილიონი დოზა საქართველოში? - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება