მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

653 თბილისი, 144 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისის ანძა
1619853003
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 129 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1147 ახალი შემთხვევა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 129 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 667 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 462 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 147 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 311 457-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.70%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.87%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.13%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 690 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 291 457-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 476 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 653

⭕ აჭარა - 144

⭕ იმერეთი - 83

⭕ ქვემო ქართლი - 41

⭕ შიდა ქართლი - 36

⭕ გურია - 22

⭕ სამეგრელო ზემო სვანეთი - 102

⭕ კახეთი - 35

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 25

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 6

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 743 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 144 პაციენტი, 750 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 405 - თბილისში, 319 - აჭარაში. 11 175 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

👉 ეპიდვითარება საქართველოში