
წმინდა სინოდმა საგანგებოდ გამართულ სხდომაზე საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მისაღებ ზომებზე იმსჯელა და დააგინა, რომ ეკლესია მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, ზიარების წესის გარდა, ყველა კომპონენტში გაითვალისწინებს.
PIA.GE სინოდის განჩინების ტექსტს სრულად, უცვლელად გთავაზობთ.
"სინდომა განაჩინა:
დღევანდელი მსოფლიო მრავალი სირთულისა და გამოწვევის წინაშე დგას. ახლამა ვირუსმა ადამიანებმა მორიგი დიდი გამოცდის წინაშე დააყენა, რაც პასუხის გაცემას მოთხოვს. პირველ რიგში, გვმართებს გავაცნობიეროთ ამ მოვლენის სულიერი მიზეზები, მთავარი მიზეზი კი თანამედროვე ადამიანის ღვთისგან დაშორებაა. განსაცდელები არ არის შემთხვევეითი, არამედ, ღმერთის დაშვებით მოევლინება ადამიანს, რათა უფრო მეტად შეიცნოს საკუთარი თავი, სინანულითა და ეკლესიური ცხოვრებით აღმოიფხვრას ცოდვები, რომელიც ანადგურებს პიროვნების სულიერ და ფიზიკურ ცოხვრებას. ჩვენ, ეკლესიის წევრები არ ვუშინდებით და არ გავურბვივართ განსაცდელს, არამედ ვიღებთ თავმდაბლობით და ვეძებთ მისი დაძლევის გზებს. ასეთ დროს მორწმუნეები აძლიერებენ მარხვას და ლოცვას.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაჩნდა კითხვები, რამდენად საფრთხისშემცველი შეიძლება იყოს ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულისწმინდის მოქმედების სფეროა, სადაც აღესრულება სასწაული. ადგილი სულიწმინდის განსაკუთრებული მოქმედებისა, არის ტაძარი. ევქარისტია არის ქრისტიანული ცხოვრების მთავარი არსი. ევქარისტული კავშირი გვაერთიანებს უფალ იესო ქრისტესთან და ერთმანეთთან. წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა მათთვის, ვინც საეკლესიო წესების დაცვით ეზიარება. ამიტომ, ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოს არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.
ამ კრიტიკულ პერიოდში წმ. სინოდი მიზანშეწონილად მიიჩნევს შემდგომ რეკომენდაციებს: