მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

80 გარდაცვალება, 5 050 ინფიცირება, 4 214 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

იაპონიაში  კორონავირუსის ეტა ვარიანტის 18 შემთხვევა დადასტურდა
1638254100
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5 050 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 80 ადამიანი, ხოლო 4 214 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 845 643-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 788 201 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 12 054 პაციენტი ემსხვერპლა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა. კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

⚫ „ინფიცირების შემთხვევაში ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა აღინიშნება“ - მეან-გინეკოლოგი

⚫ „ვაქცინის მესამე დოზა ხანგრძლივად მუშაობს“ - ამირან გამყრელიძე

⚫ „ვითარება საგანგაშოა, ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად მაღალია“ - მარინა ენდელაძე