მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

961 თბილისი, 420 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

სუფთა ჰაერი
1609830589
COVID-19

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

🔴 თბილისი - 961

🔴 აჭარა - 125

🔴 იმერეთი - 420

🔴 ქვემო ქართლი - 142

🔴 შიდა ქართლი - 154

🔴 გურია - 40

🔴 სამეგრელო - ზემო სვანეთი - 201

🔴 კახეთი - 185

🔴 მცხეთა-მთიანეთი - 57

🔴 სამცხე-ჯავახეთი - 16

🔴 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 620, საიდანაც, 4 012 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

მძიმე პაციენტია 888 პირი, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი. 1 845 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 377 ადამიანი, მათ შორის:

🔴 თბილისში - 144

🔴 აჭარაში - 46

🔴 იმერეთში - 64

სულ 6 ოქტომბრიდან 4 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 208 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 689 ადამიანი, მათ შორის:

🔴 თბილისში - 15 021 პირი

🔴 აჭარაში - 1 970

🔴 იმერეთში - 2 473

👉 ინფორმაციისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 232 079 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 222 787გამოჯანმრთელებულია, ხოლო 2 646 გარდაცვლილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა

👉 2 316 ინფიცირება, 382 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

👉 ვაქცინირებული ადამიანი იქნება თუ არა დაცული კორონავირუსის ახალი შტამისგან - ცერცვაძის განმარტება