მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აჭარაში 109 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს“- მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია პირბადით
1600067105
COVID-19

დღეს, 14 სექტრემბერს საქართველოში კორონავირუსის მორიგი რეკორდული, 165 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან:

  • ბათუმი 109
  • თბილისი 17
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი (ზუგდიდი) 9
  • ქვემო ქართლი-გარდაბანი 9
  • შიდა ქართლი-გორი 6
  • კახეთი-გურჯაანი 6
  • გურია-ოზურგეთი 4
  • იმერეთი-ქუთაისი 4
  • მცხეთა 1

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„აჭარა კვლავ რჩება საყურადღებოდ, სადაც ძალიან დიდი სამუშაოები მიმდინარეობს“,- აცხადებს მარინა ეზუგბაია.

ამჟამინდელი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 2392 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 1369 განიკურნა, 19 კი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.