მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში, ხანდაზმულთა პანსიონატში ოთხ ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლენჯერი, კორონა
1600108006
COVID-19

აჭარაში, ხანდაზმულთა პანსიონატში ოთხ ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ინფიცირებული ბენეფიციარები ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გადაჰყავთ.

ინფორმაციისთვის, კლინიკა „ბომონდის“ სტაციონარში დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზით ამ დროისთვის 22 პაციენტი მკურნალობს. პაციენტებიდან 11 ბავშვი, ხოლო 11 ზრდასრულია.

14 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 კი გამოჯანმრთელდა.