მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში ტურისტებს დელტა შტამი დაუდასტურდათ

აჭარაში ტურისტებს დელტა შტამი დაუდასტურდათ
1626520800
COVID-19

აჭარაში დელტა შტამის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაცია pia.ge-ის აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.

დელტა შტამი ტურისტებს დაუდასტურდათ, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს, მათი კონტაქტები კი, იზოლაციაში იმყოფებიან.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქობულეთში ერთ-ერთი კაფეს 10 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დაწესებულებამ მუშაობა შეწყვიტა, ხოლო ინფიცირებულ თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციაში გადავიდნენ.

შეგახსენებთ, საქართველოში ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა დაფიქსირდა.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფექციის რამდენიმე შტამია გავრცელებული. გავრცელებულ შტამებს შორის არის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი რიჩარდ პობოდი აცხადებს, რომ ვირუსს ცვალებადობა ახასიათებს და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.

პობოდის განცხადებით, COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება. მათი უმრავლესობა უმნიშვნელო იქნება.

საქართველოში ე.წ. ინდური შტამის სულ 72 შემთხვევაა დადასტურებული.

ინდურ შტამს უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

რით განსხვავდება კორონავირუსის ინდური შტამი სხვა შტამებისგან? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

რამდენად გვიცავს ვაქცინები კორონავირუსის ინდური შტამისგან?

ვაქცინამ შესაძლოა ვერ დაგვიცვას ინდური შტამისგან

„ინდური შტამი უკვე გახდა სარბიელზე მოთამაშე“