
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ამირან ცერცვაძის განცხადებით, რვა ახალი შემთხვევიდან ხუთ ადამიანს კორონავირუსი თვითიზოლაციის დროს გამოუვლინდა.
"ბოლო ერთ საათში დრამატულად შეიცვალა სიტუაცია და 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი მათგანი არის პიროვნება, რომელიც კონტაქტში იმყოფებოდა პაციენტ ნომერ ხუთთან. ის თავის მოვალეობას ასრულებდა, რაშიც გასამრჯელო აიღო და ვარაუდობს, რომ მას ვირუსი ფულისგან გადედო. ხოლო კორონავირუსი ასევე 5 იმ ადამიანს გამოუვლინდა, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და რამდნეიმე დღის წინ ვირუსი არ დაუდასტურდათ. მათ კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულ ქალბატონთან, რომელიც ჩვენთან მე-8 დღეა წევს. ახლა გყვავს ორი დიდი ჯგუფი რომელმაც იმოგზაურა იტალიაში",- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, ჯერ უცნობია რამდენად ასრულებდა უკვე დადასტურებულად ინფიცირებული 5 ადამიანი თვითიზოლაციის წესებს და ახლა მიმდინარეობს მათი კონტაქტების კვლევა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.gov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-ს აღწევს. კარანტინში 126 ადამიანი იმყოფება, ხოლო კლინიკაში მეთვალყირეობის ქვეშ 46 პაციენტი რჩება.