მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახალი წელი მაშინებს, რადგან მოქალაქეები შეეცდებიან ძველებურად აღნიშნონ დღესასწაული“ - იმნაძე

NCDC-ის დირექტორის მოადგილე
1609228858
COVID-19

„შეზღუდვებმა თავისი საქმე გააკეთა და განსაკუთრებულ გართულებას არ ველოდებით“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. 

პაატა იმაძე აცხადებს, რომ მას ახალი წელი აშინებს, რადგან მოქალაქეები შეეცდებიან დღესასწაული ძველებურად აღნიშნონ.

„ჯერჯერობით რა ინფორმაციაც გვაქვს, სამწუხაროდ პირადად ნახვის საშუალება არ გვქონია, მაგრამ დიდ მოლებში წესები კარგად არის დაცული. აქედან გამომდინარე განსაკუთრებულ გართულებას არ ველოდებით. შეზღუდვებმა თავისი საქმე გააკეთა და ამას მე მგონი ჩვენი შეფასება არ სჭირდება.

ყველას ხედავს ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში როგორი იყო სიტუაცია, ეს ყველაზე უკეთ იგრძნეს ჩემმა კლინიცისტმა კოლეგებმა, რომლებსაც ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის სტაბილური, მყიფეა. ამიტომ არ მგონია, რომ მაღაზიების გახსნამ დიდად მოუმატოს შემთხვევების რიცხვს.

ყველაზე უფრო მაშინებს ახალი წელი, როცა ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ძველებურად შეეცდება შეხვდეს ახალ წელს და მოინახულოს თავისი ახლობლები. შესაბამისად, დაახლოებით 10 იანვრიდან 20 იანვრამდე შეიძლება შემთხვევებმა მოიმატოს“, - აღნიშნა იმნაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ჯანდაცვის სისტემა მდგრადია და შეუძლია კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს უპასუხოს“ - პრემიერი

✔️ პრემიერი: არანაირი სრული „ლოქდაუნი“ არ იქნება