მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალშობილებს ანტისხეულები ვაქცინირებულები დედების რძიდან გადაეცემა - კვლევა

ახალშობილი სამშობიაროში
1630942875
COVID-19

ფლორიდის უნივერსიტეტის ახლახან გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ახალშობილებს ანტისხეულები ვაქცინირებულები დედების რძიდან გადაეცემა.

მკვლევარებმა განაცხადეს, რომ დედის რძეში გადატანილი ანტისხეულები შეიძლება სასარგებლო იყოს ჩვილებისთვის.

„ბევრ დედას, ორსულ ქალს ეშინია ვაქცინაციის. მათ სურთ გააკეთონ ის, რაც საუკეთესოა მათი ჩვილებისთვის. ეს არის ის, რაც გვინდოდა გვცოდნოდა, შეუძლია თუ არა მას რაიმე სარგებლის მოტანა, რძე დინამიკური ნივთიერებაა და მას ბავშვების დახმარება შეუძლია“, - აცხადებს კვლევის თანაავტორი და პროფესორი UF მედიცინის კოლეჯის პედიატრიის განყოფილებასა და ნეონატოლოგიის განყოფილებაში, დოქტორი იოზეფ ნეუ.

მკვლევარების თქმით, ჩვილები განუვითარებელი იმუნური სისტემით იბადებიან და კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად მათი ორგანიზმი მზად არაა, რადგან ბავშვები თავის დაცვას ვერ შეძლებენ. დედის რძე ჰგავს დამხმარე ინსტრუმენტის ყუთს, რომელიც შეიძლება შეიცვალოს ამ დაუცველობის პოტენციურად გასაუმჯობესებლად.

კვლევა დაიწყო დეკემბერში, როდესაც COVID-19 ვაქცინები პირველად ხელმისაწვდომი გახდა ჯანდაცვის მუშაკებისთვის.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მეორე აცრის შემდეგ დედის რძეში, იმუნოგლობულინის ანტისხეულების რაოდენობა 100-ჯერ გაიზარდა.

„ანტისხეულების რაოდენობა ნარჩუნდება რძის შენახვის შემთხვევაშიც, მაშინ როცა ბავშვს ის დაუყოვნებლივ არ მიეცემა“, - აღნიშნავს მკვლევარი ლარკინი.

კვლევებმა აჩვენა, რომ ორსულების აცრის შემდეგ, წარმოქმნილი ანტისხეულები ნაყოფზე ჭიპლარის საშუალებით გადადის.

„მშობლები ვაქცინაციით, ეხმარებიან ბავშვს და იცავენ მას“, - თქვა ლარკინმა.

Neu-ს და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, აუცრელი ორსულები რისკის ქვეშ არიან.

ექიმების თქმით, მათ შეიძლება დაეწყოთ ნაადრევი მშობიარობა ან დაკარგონ ნაყოფი.

„ზოგჯერ ჩვენ ვკარგავთ დედებს, რადგან ისინი ავად არიან ამ საშინელი დაავადებით და არ არიან ვაქცინირებული და ეს არის ის, რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელია“, - აცხადებს ნეუ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ვაქცინის შემადგენელი კომპონენტები ნაყოფზე და ჩვილზე არ გადადის“

👉 „ორსულობის დროს იზრდება მუცლის შიდა წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბევრი პრობლემა“

👉 „ორსულებში განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს კოვიდინფექცია, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტრიმესტრში იქნებიან“