მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახლა რიგები უნდა იყოს ვაქცინაციაზე, რათა დანაკარგები იყოს მინიმალური“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი
1642932955
COVID-19

„ახლა რიგები უნდა იყოს ვაქცინაციაზე, იმიტომ რომ ორი დოზაც, მაგრამ მესამე დოზა გარანტირებულად იცავს“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ინფიცირების  შემთხვევები გაიზრდება.

„საქართველოს ჯანდაცვის სისტემა არის მაქსიმალურად მზად, რათა დანაკარგები იყოს მინიმალური და ავადმყოფები არ გაწვალდნენ, დროულად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიიღონ უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო დახმარება.

ახლა რიგები უნდა იყოს ვაქცინაციაზე, იმიტომ რომ ორი დოზაც, მაგრამ მესამე დოზა გარანტირებულად იცავს. ახლა მაინც ამ ტალღას შევხვდეთ ღირსეულად. ჯანდაცვის სექტორი მზადაა, ჩვენი პასუხისმგებლობაც და მოქალაქეობრივი მოვალეობაც იყოს, ასევე, მზად ამ ტალღისთვის და გამოვალთ მინიმალური დანაკარგებით“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები

⭕ „სტელს-ომიკრონი“ - ევროპაში ომიკრონის სუბშტამი გამოჩნდა

⭕ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება