COVID-19

„ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან პანდემია დასრულებულია“ - ოკუპირებული ჯავის რაიონის მთავარი ექიმი

კორონავირუსზე ტესტირება
1642186153
დაკოპირებულია

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ჯავის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი აცხადებს, რომ რაიონის მოსახლეობას კორონავირუსის წინააღმდეგ „კოლექტიური იმუნიტეტი“ ჩამოუყალიბდა, - ამის შესახებ ოსური მედია იუწყება. 

„ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან პანდემია დასრულებულია, რადგან ადამიანები მასობრივად აღარ ავადდებიან. რა თქმა უნდა, არის ერთეული შემთხვევები, რომლებიც ან თვითიზოლაციის რეჟიმით, ან ძალიან იშვიათად ინფექციურ განყოფილებაში ჰოსპიტალიზაციის გზით, ლოკალიზებულია. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დროისთვის მოსახლეობას აქვს გარკვეული კოლექტიური იმუნიტეტი“, - განაცხადა მთავარმა ექიმმა კონსტანტინე გასიევმა.

მთავარმა ექიმმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში „ომიკრონის“ შტამის გავრცელების ალბათობაზეც ისაუბრა.

„რუსეთში ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა და სავარაუდოა, რომ ეს ვირუსი ჩვენთანაც მოვა. თუ ოპტიმისტურად ვიფიქრებთ, მაშინ ეს კოლექტიური იმუნიტეტი მოსახლეობაში სადღაც ზაფხულის დაწყებამდე ან შუა რიცხვებამდე იქნება. შემდეგ ჩვენ ისევ უნდა ველოდოთ კორონავირუსის შემთხვევების სიხშირის ზრდას“, - განაცხადა გასიევმა. 

ამ დროისთვის, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, კორონავირუსით ინფიცირების 10 422 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 10 205 ადამიანს შეადგენს.