მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აქვს თუ არა აზრი კოვიდგადატანილი ადამიანების აცრას? - Washingtonpost

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა
1631877533
COVID-19

15-ზე მეტმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდგადატანილ ადამიანებს ძლიერი იმუნიტეტი გამოუმუშავდათ. ამის შესახებ washingtonpost-ის მიერ გავრცელებულ სტატიაშია აღნიშნული.

სტატიის თანახმად, ორიოდე კვირის წინ, ისრაელში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აცრილი ადამიანების რეინფიცირების მაჩვენებელთან შედარებით კოვიდგადატანილი ადამიანების რეინფიცირების ალბათობა 27-ჯერ ნაკლებია. შესაბამისად კლივლენდის კლინიკაში ჩატარებული დასკვნაც ადასტურებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა აცრას აზრი ჰქონდეს კოვიდგადატანილ პაციენტებში. ხოლო მაისში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ ზომიერი სიმძიმის კოვიდ ინფექციაც კი ძლიერი, გრძელვადიანი იმუნიტეტის პირობაა.

ამერიკის ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ მათ ვაქცინის მწირი დოზები დახარჯეს მილიონობით ადამიანზე, რომლებსაც ადრე ჰქონდათ კოვიდი. ის ადამიანები, რომლებიც უკვე დაცული იყვნენ ბუნებრივი იმუნიტეტით, არ უნდა ჩამდგარიყვნენ ვაქცინაციის რიგში და ამ გზით ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა.

„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პირები არ საუბრობენ ხმამაღლა ბუნებრივი იმუნიტეტის ეფექტურობის შესახებ, არის შიში, რომ ხალხი უპირატესობას ბუნებრივ იმუნიტეტს მიანიჭებს და არ აიცრებიან“, - წერს სტატიის ავტორი.

უცხოური მედია წერს, რომ ბავშვთა ვაქცინაციის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებში უარყოფენ ბუნებრივი იმუნიტეტის სარგებელს. 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში დაავადება ისე რთულად არ მიმდინარეობს, როგორც მოზრდილებში. Pfizer და Moderna–ს მეორე დოზა შეიძლება არ იყოს საჭირო ბავშვებში.

თებერვლიდან ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს ნებისმიერ ადამიანს, ზრდასრულს თუ მოზარდს, რომელიც გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან, მიიღოს მხოლოდ ერთი mRNA ვაქცინის დოზა, ორის ნაცვლად.

ამავე თემაზე:

🔴 „ავტორიტეტულია, თუმცა აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არის“ - გოგინავა Washington Post-ის მიერ გავრცელებულ კვლევაზე

🔴 „არასწორია მოსაზრება, რომ კორონავირუსი სამუდამო იმუნიტეტს ტოვებს“ - ივანე ჩხაიძე