COVID-19

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის წინა 3 შემთხვევასთან შედარებით, მეოთხე ბევრად უფრო საყურადღებოა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020
1583419207
დაკოპირებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის მეოთხე ახალი შემთხვევა ბევრად უფრო საყურადღებოა, ვიდრე წინა სამი.

გამყრელიძის თქმით, ვირუსთან დაკავშირებით შესაბამისი ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

"რაც შეეხება მეოთხე შემთხვევას, ის უფრო საყურადღებოა წინა სამ შემთხვევასთან შედარებით. მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები, მკურნალობა და დაკვირვება ავადმყოფზე. გუშინ ღამიდან ჩაერთო უკვე ჩვენი სამსახურები კონტაქტების შესწავლის მიზნით. დღეს 20 კონტაქტი გვაქვს მოძიებული, მათ შორის 15 თვითმფრინავის კონტაქტი. მიმდინარეობს საკითხთან დაკავშირებული ეპიდკვლევა. დღევანდელი დილის მონაცემებით 162 ადამიანი გახლავთ კარანტინში, დღეს დილისთვის ლუგარში უკვე აღებულია და გაგზავნილია 8 სინჯი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა