COVID-19

ამირან გამყრელიძე: წლის შუა რიცხვებში იქნება პირდაპირი მოხმარების ანტივირუსული წამლები

NCDC-ის დირექტორი
1611653867
დაკოპირებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით კორონავირუსის დამარცხების გზა რამდენიმე მიმართულებაზე გადის, რომელთაგან ერთ-ერთი ანტივირუსული წამლების გამოყენება იქნება. 

„ამ პანდემიის დამარცხების გზა გადის 3-4 მიმართულებაზე. მათგან ერთი არის სწორი და დროული შეზღუდვები, მეორე მოსახლეობის მასობრივი მასობრივი ვაქცინაცია. მესამე ეს არის ანტივირუსული წამლების ხმარება და მე დარწმუნებული ვარ, რომ წლის შუა რიცხვებში იქნება უკვე პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული წამლები.

და ბოლო იქნება ის, რომ ვირუსი დაამთავრებს თავის ბიოლოგიურ ციკლს, გარკვეულწილად შესუსტდება და შედარებით სუსტ ვირუსად გადაიქცევა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მოქმედებს, ან გახდება სეზონური ვირუსი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ცხოვრების ჩვეულ რიტმს კაცობრიობა დაახლოებით 1 ან 1,5 წელიწადში დაუბრუნდება.

ამირან გამყრელიძის თქმით, მოსახლეობას ვაქცინაციის მიუხედავად, პირბადის ტარება დასჭირდება.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 254 822 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 244 446 და გარდაცვლილია 3 096 პაციენტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„კაცობრიობა წელიწადნახევრის შემდეგ შეიძლება დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს“ - გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 78 პატიმარს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა