
" დღეს დადასტურებული 5 ახალი შემთხვევა იტალიას უკავშირდება. ჯამში 30 შემთხვევიდან 2 არის ირანიდან, 1 ესპანეთიდან, ხოლო დანარჩენი ყველა პირდაპირ ან ირიბად ყველა იტალიას უკავშირდება. აქედან 12 მოგზაურობას, 10 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს, ხოლო დღეს უკვე გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იანვრის ბოლოდან ლუგარის ლაბორატორიაში ჯამში 700-მდე ნიმუშია გამოკვლეული.
"30 იანვრიდან მოყოლებული 676 შესაძლო შემთხვევა გვქონდა, საიდანაც დადასტურდა 30 შემთხვევა. ლუგარში ჯამში 700-მდე ნიმუშია გამოკვლეული, მათ შორის ზოგი განმეორებით",-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. კარანტინში 418 ადამიანი იმყოფება, ხოლო ექიმების დაკვირვების ქვეშ 58 მოქალაქე რჩება.