მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია 24 ივლისს გაიხსნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
1627038663
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია 24 ივლისს გაიხსნება.

როგორც მან აღნიშნა, რეგისტრაციის საიტი განახლებულია და შეფერხების გარეშე მუშაობს.

„საიტი მაქსიმალურად დახვეწილია. საქართველოში ყველა დიდმა აიტი სპეციალისტმა გასინჯა ის. იცით, მაშინ რამაც გამოიწვია პრობლემა. ვერ გაუძლო, რადგან 10 წუთში 120 000-მდე ადამიანი შევიდა. იყო ლიმიტირებული ადგილების რაოდენობა და ერთ ადგილზე იბრძოდა დაახლოებით 10-12 ადამიანი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, „ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაციის ზუსტი დრო დღეს გამოცხადდება.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 398 081-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 656 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 370 565 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ფაიზერის“ მეორე დოზაზე 24 ივლისის 12:00 საათამდე დარეგისტრირდით“ - ჯანდაცვის მინისტრი

👉 „აუცილებელია, აცრის შემდეგ, ადამიანს ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე მიეცეს“ - ამირან გამყრელიძე

👉„ვაქცინაციისათვის სარეგისტრაციო საიტი გამართულად მუშაობს“ - ეკატერინე ტიკარაძე