მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში შედარებით მშვიდობიანი ახალი წელი რომ გვქონდეს, ვაქცინაციის ტემპი უნდა გააქტიურდეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
1634559490
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, თუ აცრების ტემპი საქართველოში არ გააქტიურდება, ქვეყანაში რთული ახალი წელი იქნება.

18 ოქტომბერს დაიწყო ე.წ. მარათონი, კავთისხევის ადგილზე ჩავიდნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი და ჯანდაცვის მინისტრი, ისინი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მათ საზოგადოებას აუხსნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით აუცილებელია 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში, რადგან მისი თქმით, გარდაცვლილთა 95% სწორედ ამ ასაკის ადამიანები არიან.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მთავარი მოწოდებები მათ ჰქონდათ, რომ მოსახლეობამ ვირუსთან საბრძოლველად გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

„სულ მცირე ერთი ამდენი უნდა ავიცრათ, რომ ახალი წელი გვქონდეს შედარებით მშვიდობიანი. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ ყველას და მარათონის დანიშნულებაც ეს არის, რომ 50 დიდ სოფელში, სადაც ცხოვრობს დაახლოებით 160 ათასი ადამიანი, მაქსიმალურად მოცვა ჰქონდეს. განსაკუთრებით იმ ასაკის მოსახლეობა, რომელიც პირველ რიგში უნდა აიცრას. 60 წლის ზემოთ ასაკში სიკვდილიანობა გვაქვს 95%

ყოველდღიურად ჩვენ აღვნუსხავთ, რომ საავადმყოფოში ვინც წევს, 95% აუცრელია, რეანიმაციაში ვინც ხვდება, 98% აუცრელია. სამწუხაროდ, გამოსავალი ცუდი სადაც არის - 98% აუცრელია.

უნდა გავითავისოთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ჩვენი მოსახლეობის სამოქალაქო პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 479 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი, ხოლო 2 374 პირი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 664 813-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 614 885 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 510 პაციენტი ემსხვერპლა.

იხილეთ აგრეთვე:

📢„საქართველოში გარდაცვალების რაოდენობა ძალიან მაღალია“ - თენგიზ ცერცვაძე

📢„ვაქცინის გავრცელების უთანასწორობა კორონავირუსის ვარიანტებს განვითარების საშუალებას აძლევს“ - ანტონიო გუტერესი

📢ჯანმოს მეცნიერ-მრჩეველთა ახალი გუნდი კორონავირუსის ახალი პათოგენების წარმომავლობას შეისწავლის