COVID-19

ანგელა მერკელი: გერმანიის მოსახლეობის 70% კორონავირუსით დაინფიცირდება

მერკელი პრესკონფერენციაზე
1583931840
დაკოპირებულია

ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა COVID -19-ზე ისაუბრა.

როგორც მერკელმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე მაქსიმალურად შენელდეს.

"მოსახლოებას არ აქვს შესაბამისი იმუნიტეტი, არ არსებობს შესაბამისი სამკურნალო პრეპარატი, მოსახლეობის 60-70% დაინფიცირდება", - განაცხადა კანცლერმა.

ცნობისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ვირუსის პირველი ნიშნები ჩინეთში გასული წლის დეკემბერში გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პანდემიის საფრთხე კიდევ უფრო რეალური ხდება. ვირუსი ამ დროისთვის 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

რაც შეეხება საქართველოს, კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 23 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 1 არასრულწლოვანია.