მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არააცრილი და არადაბუსტული მოსახლეობის უმრავლესობა „ომიკრონს“ მოიხდის“ - ლევან ფერაძე

ექიმი
1641803474
COVID-19

ბავშვთა ქირურგის ლევან ფერაძის განცხადებით, კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამი არააცრილი და არადაბუსტული ადამიანების უმრავლესობას შეხვდება. 

მისი თქმით, აღნიშნულ შტამს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს, თუმცა ეს ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს არ ეხება. 

„დაფიქსირდა ახალი ჰიბრიდული შტამი, რომელსაც „დელტაკრონი“ დაარქვეს. გუშინდელი მონაცემებით, 26 შემთხვევა იყო დადასტურებული. ასეთი მიგრაციის პირობებში, არ არის გამორიცხული, რომ ეს შტამი ჩვენთანაც შემოვიდეს. 

„ომიკრონი“ პრაქტიკულად, შეუჩერებლად მიდის. მოგეხსენებათ, რომ 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“. არააცრილი და არადაბუსტული მოსახლეობის უმეტესობა ამას მოიხდის. საბედნიეროდ, მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, თუმცა ეს არ ეხება ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, მათში შესაძლოა, სერიოზული გართულებები გამოიწვიოს“, - აღნიშნა ლევან ფერაძემ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 „კორონავირუსმა ჩაკეტა საზღვრები, გაყო ოჯახები, თუმცა თუ დავასრულებთ უთანასწორობას, დავასრულებთ პანდემიას“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

⚫ „მომდევნო თვეში ვირუსული ქარიშხალი იქნება“ - ექსპერტები

⚫ „პანდემიას ვერ გავუმკლავდით“ - თენგიზ ცერცვაძე