COVID-19

„ფაიზერის გაფუჭების არანაირი რისკი არ არსებობს“ - ტიკარაძე

„ზაფხულში მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა“
1632303007
დაკოპირებულია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, არანაირი რისკი იმის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ფაიზერი გაფუჭდეს, არ არსებობს.

„არანაირი რისკი, რომ ფაიზერის ვაქცინა გაფუჭდეს არ არსებობს, ფაიზერს ნოემბერში ვადა არ გასდის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ტიკარაძემ.

ამასთან, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კოვიდვაქცინაციისა და ვირუსის ახალი შტამების შესახებაც ისაუბრა.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, ტიკარაძის თქმით, პროცესი არადამაკმაყოფილებელია.

„დამაკმაყოფილებელი, რა თქმა უნდა, არ არის, სასურველია, უკეთესი და ნამდვილად ვერ ვიქნებით იმ მაჩვენებლებით კმაყოფილი, რომელიც გვაქვს. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მნიშვნელოვანია 60% + მოსახლეობის აცრა იმისათვის, რომ ქვეყანამ ეკონომიკური აქტივობა შეინარჩუნოს, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სექტორი, რეანიმაციული განყოფილებები და არ გვქონდეს მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი.

ამ ეტაპზე იძულებით აცრაზე არ ვსაუბრობთ, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეები არიან საკმაოდ გონიერი. ისინი ზრუნავენ როგორც საკუთარ თავზე, ასევე სხვების ჯანმრთელობაზე“, - დასძინა მინისტრმა.

ამავე თემაზე:

🔴 5-11 წლის ბავშვებისთვის ფაიზერით ვაქცინაცია უსაფრთხოა - კვლევა

🔴 FDA-ის საკონსულტაციო საბჭომ 65 წელს ზემოთ და რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის ფაიზერის ვაქცინის მესამე დოზის რეკომენდაცია გასცა