COVID-19

„არასწორია მოსაზრება, რომ კორონავირუსი სამუდამო იმუნიტეტს ტოვებს“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1631888481
დაკოპირებულია

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან washington post-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მოსაზრება, რომლის თანახმადაც კოვიდგადატანილ ადამიანს, შესაძლოა იმუნიტეტი სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდეს, არასწორია.

ექიმის თქმით, დღეისთვის არ არის ზუსტად ცნობილი რამდენი ხანი არის შენარჩუნებული ანტისხეულები ვირუსის გადატანის შემდეგ.

ივანე ჩხაიძის თქმით, პრაქტიკაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ეს მოსაზრება არასწორია. კორონავირუსი არ ტოვებს სამუდამო იმუნიტეტს.

„ეს პუბლიკაცია არ არის ერთადერთი. პუბლიკაციები, რომელიც შეეხება იმას თუ რამდენი ხანი გრძელდება კორონავირუსის შემდეგ იმუნიტეტი და შეიძლება თუ არა ბუნებრივი და ხელოვნური იმუნიტეტის შედარება, ეს საკითხი დიდი ხანია მიმდინარეობს.

ერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არ არის ცნობილი რამდენი ხანი არის შენარჩუნებული ადამიანის ორგანიზში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები, მწვავე ფაზის გადატანის შემდეგ და ასევე, არ არის საბოლოოდ ცნობილი, რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ორგანიზმში ანტისხეულების შენარჩუნება თუ ვაქცინას ვიკეთებთ.

შესაბამისად, ის მოსაზრებები და მათ შორის იყო მოსაზრება, რომ შესაძლებელია კორონავირუსის გადატანამ იმუნიტეტი დატოვოს სიცოცხლის ბოლომდე, არასწორია. ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, მეორეჯერ დაინფიცირდა. პრაქტიკაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ეს მოსაზრება არასწორია. კორონავირუსი არ ტოვებს სამუდამო იმუნიტეტს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, 4-5 თვის შემდეგ უკვე ანტისხეულები იწყებენ შემცირებას, რაც ნიშნავს იმას რომ იმუნურ ძალებს სჭირდება გაძლიერება.

მეორე მხარე - შეიძლება თუ არა შედარება, რომელი იძლევა უფრო ძლიერ და ხანგრძლივ იმუნიტეტს, ეს მოსაზრებები და ის ტიტრი, რომელიც არა მხოლოდ ანტისხეულების, არამედ სხვა ტიპის იმუნური უჯრედების აქტიურობას განსაზღვრავს, არსებობს. ის რაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენი კითხვიდან გამომდინარე არის თუ არა საკმარისი გადავიტანოთ კორონავირუსი და მის შემდეგ ვაქცინაცია გავაკეთოთ, ამაზე პასუხი არის ჯერჯერობით ნეგატიური. არ არის საკმარისი და ძალიან ბევრი კვლევაა, რომელიც მიუთითებს, რომ 4-5 თვის შემდეგ უკვე ანტისხეულები იწყებენ შემცირებას, რაც ნიშნავს იმას რომ იმუნურ ძალებს სჭირდება გაძლიერება.

ამიტომ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, ერთი საკითხი, რომელიც განხილვის საგანი შესაძლოა იქნეს ცოტა სხვა მიმართულებით. კორონავირუსის გადატანის შემდეგ არის თუ არა აუცილებელი ორი ვაქცინის გაკეთება, თუ შესაძლებელია ერთჯერადი ვაქცინაცია იყოს საკმარისი? ეს არის ახლა ძირითადი განხილვის საგანი და არა ის, რომ კორონავირუსი თუ გადაიტანეთ, თავისუფალი ხართ და ვაქცინაცია არ გჭირდებათ.

რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი კომფორტი იქნებოდა, გვეთქვა „ერთი ვაქცინა უფრო მეტად აძლიერებს იმუნიტეტს და კორონავირუსის გადატანის შემდეგ შესაძლებელია ერთი ვაქცინა იყოს საკმარისი“. ეს მოსაზრებაც არსებობს და ასევე არის მეორეც, რომელიც ამბობს „მინდა მაქსიმალური იმუნიტეტი მივიღო, მინდა ხელოვნური და ბუნებრივი იმუნიტეტის მაქსიმალური კომბინაცია“. რადგან ჩვენ ვიცით ხელოვნური იმუნიტეტის მაქსიმალურ კომბინაციას ორი ვაქცინა გვაძლევს, ამიტომ საქართველოში დღეისათვის ეს საკითხი ასე დგას - „თუ გადაიტანეთ კორონავირუსი, 1 თვე გავიდა, გაიკეთეთ 2 დოზა“. თუმცა არის მეორე მოსაზრებაც, რომ „რადგან ჩვენ სერიოზული იმუნური პასუხი გვაქვს მიღებული კორონავირუსის მწვავე ფაზის შემდეგ, აქ ერთი დოზა შესაძლოა საკმარისი იყოს“, - განაცხადა ჩხაიძემ და დასძინა, რომ იმუნური პასუხის სიძლიერე შესაძლებელია გარკვეულწილად უკავშირდებოდეს მიმდინარეობის სიმძიმეს.

„მსუბუქად მიმდინარე კორონავირუსის დროს იმუნური პასუხი არ არის ისეთივე მკაფიო და ძლიერი, როგორც მძიმედ მიმდინარე კორონავირუსის დროს. ამიტომ დიფერენცირება ძალიან რთულია.

რა თქმა უნდა, გარკვეული კრიტერიუმებიც იქნება ხელის შემწყობი, მაგრამ ის პრაქტიკა, რომელიც დღეს გვაქვს, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მძიმედ გადაიტანეთ თუ მსუბუქად, აუცილებელია ვაქცინაცია. იმუნური პასუხის სიძლიერე კორონავირუსის გადატანის შემდეგ ყოველთვის ერთნაირი არ არის.

ამიტომ, ჩვენ უახლოესი კვირების განმავლობაში, არ მგონია ამ საკითხს უფრო მეტი დრო დასჭირდეს, უფრო მეტი მონაცემი გვექნება და იმუნიზაციის საბჭოზე შეიძლება განხილული იყოს საკითხი და საქართველომ დაუშვას ერთჯერადი ვაქცინაცია კორონავირუსის მწვავე ფაზის შემდეგ. ჯერჯერობით ჩვენ იმუნური პასუხის მისაღებად აუცილებლად მიგვაჩნია ორი დოზის გაკეთება, მაგრამ შესაძლებელია ეს დამოკიდებულება შევცვალოთ, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ოპტიმალური იქნება“, - აცხადებს ჩხაიძე.

ინფორმაციისთვის, washington post-ის სტატიის თანახმად, ორიოდე კვირის წინ, ისრაელში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აცრილი ადამიანების რეინფიცირების მაჩვენებელთან შედარებით კოვიდგადატანილი ადამიანების რეინფიცირების ალბათობა 27-ჯერ ნაკლებია.

ამავე თემაზე:

🔴 აქვს თუ არა აზრი კოვიდგადატანილი ადამიანების აცრას? - Washingtonpost

🔴 „ავტორიტეტულია, თუმცა აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არის“ - გოგინავა Washington Post-ის მიერ გავრცელებულ კვლევაზე

🔴 როდის დაექვემდებარება საქართველოში პანდემია კონტროლს - ივანე ჩხაიძის განმარტება

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია

„ვიწყებთ პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბიძინას შეტანის გამო“ - „დრო...

„ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში "ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო“, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 
მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
1638725637
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 დეკემბერს თბილისის სხვადასხვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
1638736318
„საკრებულოების ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია, როგორც მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო, ასევე საბიუჯეტო და მერიის შესრულებული მუშაობის მონიტორინგის მიმართულებები. საკრებულო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ვისაც ხალხმა ხმა მისცა ამ პროცესში მონაწილეობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, აანონსებენ აქციებს და კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებენ“, - ამის შესახებ ზუგდიდს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს. 
1638734104
იორდანიის სასამართლომ ჯანდაცვის 5 მაღალჩინოსანს კოვიდინფიცირებული პაციენტების არასწორად მკურნალობის გამო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
1638732621
მცირე ზომის თვითმფრინავი

აშშ-ში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ abcnews იუწყება. 
„ექიმები შეიძლება ძალიან კარგები არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს სააკაშვ...
მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა.
GITA-ს ორგანიზებით ქუთაისში პრეაქსელერაციის პროგრამა დაიწყო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და  VREX-თან თანამშრომლობით, ქუთაისში  პრეაქსელერაციის პროგრამა, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში (#სრიგპ) ხორციელდება. დამწყები ნოვატორები გაივლიან სასწავლო კურსს, რომლის  მიზანია რეგიონში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, სტარტაპ იდეების ფორმირება, განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
პარტნიორობა გენდერული თანასწორობისათვის - FAO-ს, UNDP-ს, UNFPA-ს, და ლ...
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრების ახალი სერია იწყება.