მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არავაქცინირებულებში გარდაცვალების რისკი 11-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულებში - CDC

არავაქცინირებულებში გარდაცვალების რისკი 11-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულებში
1631354640
COVID-19

„არავაქცინირებულ პირებში კორონავირუსით გარდაცვალების რისკი 11-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებში“, - ამის შესახებ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

კვლევამ, რომელიც მოიცავს 136 იურისდიქციის 600 000-ზე მეტ ადამიანს, ასევე დაადგინა, რომ არავაქცინირებული ადამიანების საავადმყოფოში მოხვედრის შანსი 10-ჯერ უფრო მეტია.

ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ ვაქცინა სიკვდილისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ დაცვას უზრუნველყოფს.

კვლევის შედეგების თანახმად, არავაქცინირებულ პირებს ინფიცირების რისკი 4.5-ჯერ უფრო მეტი აქვთ, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებს.

„ვაქცინაცია მუშაობს და გვიცავს COVID 19–ის მძიმე გართულებებისგან. ის დაიცავს ჩვენს ბავშვებს და საშუალებას მისცემს მათ სკოლაში უსაფრთხოდ იყვნენ“, - აღნიშნა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ.

აშშ-ს ზრდასრული მოსახლეობის 75 პროცენტი უკვე აცრილი ჰყავს.

ამასთან, კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინების ეფექტურობა იკლებს ხანდაზმულ მოსახლეობაში. სწორედ ამიტომ არის საჭირო დამატებითი დოზა.

დადგინდა, რომ mRNA ვაქცინის ეფექტურობა 65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში იყო 79.8 პროცენტი, ხოლო 95.1% 18-დან 64 წლამდე ასაკში.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 დელტა შტამი ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის რისკს ორჯერ ზრდის

👉 ხანგრძლივი კოვიდი შესაძლოა, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს

👉 „კოვიდგადატანილ არავაქცინირებულებს რეინფიცირების შანსი ორჯერ მეტი აქვთ, ვიდრე ვაქცინირებულებს“