COVID-19

არავაქცინირებულებში ინფიცირების რისკი 6-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულებში - CDC

არავაქცინირებულებში გარდაცვალების რისკი 11-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულებში
1634365209
დაკოპირებულია

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემების თანახმად, არავაქცინირებულ პირებში კორონავირუსით გარდაცვალების რისკი 11-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებში.

კვლევა ჯანდაცვის 16 დეპარტამენტის მონაცემებს ეყრდნობა, რაც აშშ-ის მოსახლეობის 30%-ს შეადგენს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ არავაქცინირებულ პირებს ინფიცირების რისკი 6-ჯერ უფრო მეტი აქვთ, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებს.

CDC-ის ცნობით, ვაქცინა სიკვდილისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ დაცვას უზრუნველყოფს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 დელტა შტამი ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის რისკს ორჯერ ზრდის

👉 ხანგრძლივი კოვიდი შესაძლოა, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს

👉 „კოვიდგადატანილ არავაქცინირებულებს რეინფიცირების შანსი ორჯერ მეტი აქვთ, ვიდრე ვაქცინირებულებს“