მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არსებობს „გონივრული შანსი“, რომ „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინებმა 12 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციისათვის ნებართვა მიიღონ“ - ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი
1630259894
COVID-19

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სკოლის მოსწავლეების აცრას, რადგან კორონავირუსის უაღრესად გადამდები დელტა ვარიანტი განაგრძობს შემთხვევების ზრდას. ინფორმაციას REUTERS-ი ავრცელებს.

„მჯერა, რომ ბავშვების ვაქცინაცია კარგი იდეაა, ჩვენ ამას ვაკეთებთ ათწლეულების განმავლობაში, როგორიცაა მაგალითად პოლიომიელიტის, წითელას, ყბაყურას, წითურას, ჰეპატიტის აცრები.

ამჟამად, 12 წლამდე ბავშვებს არ აქვთ უფლება მიიღონ COVID-19-ის ვაქცინა, მაგრამ ოქტომბრის დასაწყისისთვის საკმარისი მონაცემები უნდა იყოს აშშ–ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისათვის იმის განსახილველად, არის თუ არა უსაფრთხო ვაქცინაცია იმ ასაკის ბავშვებისთვის.

„ვფიქრობ, არსებობს გონივრული შანსი“, რომ Pfizer-BioNTech-ს ან Moderna-ს ვაქცინებმა მიიღონ FDA ნებართვა 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მომავალი საკურორტო სეზონის დაწყებამდე“, - განაცხადა თეთრი სახლის მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა, ენტონი ფაუჩიმ.

მისი თქმით, შემოდგომისთვის როდესაც სკოლები ხელახლა გაიხსნება, ეს გამოიწვევს კორონავირუსის შემთხვევების ზრდას და მნიშვნელოვან დარღვევებს.

ქვეყნის მასშტაბით ათეულ სკოლას მოუწია სასწავლო წლის დაწყების გადადება ან დახურვა.

ცნობისათვის, ამერიკის ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციის თანახმად, სკოლების ხელახალი გახსნა ხელს შეუწყობს შეერთებულ შტატებში COVID-19 ტესტების ნაკლებობას, რადგან სკოლებში არსებული რეგულაციები ათეულობით მილიონი ტესტის ჩატარებას მოითხოვს.

იხილეთ აგრეთვე:

✅ანტივაქსერები არ ფიქრობენ სწორად და უსამართლოდ ექცევიან საკუთარ თავს - მსოფლიო პატრიარქი

✅გერმანიის მოსახლეობის დაახლოებით 60% სრულად არის ვაქცინირებული

✅„მეოთხე ტალღა გავიარეთ, მაგრამ თვით დამშვიდებას არ უნდა მივეცეთ“ - ამირან გამყრელიძე