მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არსებული ვაქცინების განახლება შეიძლება საჭირო გახდეს - ჯანმოს ტექნიკური ჯგუფი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა საჭირო არ არის
1641991800
COVID-19

ამჟამინდელ COVID 19-ის ვაქცინებს შესაძლოა განახლება დასჭირდეთ, რათა უზრუნველყონ ეფექტიანობა „ომიკრონის“ და კორონავირუსის მომავალი ვარიანტების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ჯგუფმა განაცხადა.

ტექნიკური ჯგუფი, რომელიც შედგება დამოუკიდებელი ექსპერტებისგან, ამბობს, რომ განიხილავს ვაქცინაციის შემადგენლობის ცვლილებას.

„ამჟამინდელი COVID 19-ის ვაქცინების განახლება შეიძლება საჭირო გახდეს, რათა ვაქცინებმა კვლავ უზრუნველყონ ჯანმოს მიერ რეკომენდებული დონის დაცვა. COVID 19-ის ვაქცინებმა უნდა გამოიწვიონ იმუნური პასუხი, რომელიც არის ფართო, ძლიერი და გრძელვადიანი, რათა შემცირდეს გამაძლიერებელი დოზების საჭიროება“, - აღნიშნა ტექნიკურმა ორგანომ, რომელსაც ევალება რეკომენდაციების მიცემა WHO-სთვის.

აგრეთვე წაიკითხეთ: 

📢 ექიმები ასახელებენ პირველ სიმპტომებს, რომლებიც ომიკრონის დროს ფიქსირდება

📢 ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი

📢 ომიკრონი - შტამი-ცუნამი თუ მარტივი დაავადება?

📢 დელტაკრონი - ახალი შტამი თუ ლაბორატორიული შეცდომა?