მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ Covid 19-ის საერთაშორისო ვაქცინის შექმნის სამუშაოებში არ ჩაერთვება 

აშშ და WHO, ჯანმო
1599037413
COVID-19

ტრამპის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აშშ არ ჩაერთვება Covid-19-ის საერთაშორისო ვაქცინის შექმნის სამუშაოებში, რადგან პროცესში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა(WHO) ჩართული.

როგორც გაზეთი The Washington Post-ი წერს, თეთრი სახლი არ შეურთდება 172 ქვეყანას და კორუფციული WHO-ს გავლენის ქვეშ მყოფ მრავალ ორგანიზაციასთან არ ითანამშრომლებს.

თეთრი სახლის სპიკერის თქმით, ქვეყანა კვლავ გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან, თუმცა არა WHO-ს თაოსნობით.

მანამდე კი დონალდ ტრამპმა WHO ჩინეთის მიმართ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.

ცნობისთვის, აშშ-ში Covid 19-მა 6 მილიონზე მეტი ადამიანი დააინფიცირა, საიდანაც 188 907 გარდაიცვალა, 3 მილიონზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.