მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში დაბალი ვაქცინაციის მქონე შტატებში მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია ხდება

ბავშვთა ვაქცინაცია
1630915300
COVID-19

აშშ-ის იმ შტატებში, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაბალი დონეა, მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია ხდება. ამის შესახებ CNN იუწყება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, ბავშვთა ინფიცირების შემთხვევებმა ბოლო დროს იმატა, მაგრამ უფროსებისგან განსხვავებით აქ ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევები ნაკლებია. ბავშვთა ინფიცირების ფაქტებმა განსაკუთრებით აგვისტოდან იმატა.

შედარებისთვის, ვაქცინაციის დაბალი დონის მქონე შტატებში ბავშვთა ჰოსპიტალიზაცია 3,7-ჯერ აღემატება იმ შტატებს, სადაც ვაქცინაციის მაღალი დონე ფიქსირდება. არავაქცინირებულ ბავშვებში და მოზარდებში ყველაზე ხშირია 4 წელზე უმცროსი ბავშვების და 12-17 წლის მოზარდების ჰოსპიტალიზაცია.

როგორც თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე CDC-ის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ განაცხადა, დელტა შტამი სხვა შტამებთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებებს არ იწვევს, მაგრამ ის გაცილებით უფრო გადამდებია და ამის გამო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მომატებულია.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ბავშვების ვაქცინაცია რამდენიმე დღეში გადაწყდება - BBC