მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ასტრაზენეკას“ ახალი პრეპარატი მძიმე მიმდინარეობისგან დაცვას 18 თვემდე უზრუნველყოფს

ანტისხეულების ახალ მკურნალობას შეუძლია უზრუნველყოს 18 თვემდე დაცვა მძიმე დაავადებისგან
1634831542
COVID-19

„ასტრაზენეკას“ ანტისხეულების ახალმა პრეპარატმა AZD7442-მა კვლევის მესამე ფაზა გაიარა, - ამის შესახებ ინფორმაციას theconversation ავრცელებს.

კვლევისას „ასტრაზენეკას“ ანტისხეულების ახალმა პრეპარატმა AZD7442 აჩვენა, რომ ის ეფექტურია არა ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში.

ახალმა პრეპარატმა AZD7442 არაჰოსპიტალიზებულ პაციენტებში დაავადების მძიმე ფორმის და სიკვდილიანობის რისკი შეამცირა.

AZD7442 არის ორი ანტისხეულის კომბინაციით შექმნილი წამალი. AZD7442, გამოყენებულია სპეციალური ანტისხეულები, რომელსაც ეწოდება მონოკლინური ანტისხეულები. ეს არის ლაბორატორიაში წარმოებული ანტისხეულები.

AZD7442 არის ორი მონოკლინური ანტისხეულების კოქტეილი - tixagevimab და cilgavimab - რომლებიც შექმნილია SARS-CoV-2 ინფექციის სიმძიმის შესამცირებლად და ადამიანების მძიმე ავადმყოფობის თავიდან ასაცილებლად.

ორივე ეს ანტისხეული უკავშირდება ვირუსის ცილის სხვადასხვა ნაწილს, რომელიც ფარავს მის გარე ზედაპირს და ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას.

AZD7442-ის მიერ წარმოქმნილი ანტისხეულები ორგანიზმში 12-დან 18 თვემდე რჩება.

AZD7442-მა შეამცირა მძიმე დაავადების მიმდინარეობა და სიკვდილის რისკი 67%-ით იმ პაციენტებში, რომელთაც მკურნალობა დაიწყეს სიმპტომების გამოვლენიდან 5 დღის განმავლობაში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ AZD7442-ით ადრეული მკურნალობა უფრო მეტ დაცვას უზრუნველყოფს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ნიდერლანდებში COVID-19-ის წამალი შექმნეს

👉 რამდენად ეფექტიანია „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ორი დოზა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ? - New England Journal of Medicine კვლევა

👉 „მოლნუპირავირი“ ინფიცირებულებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევებს 50%-ით ამცირებს - კვლევა

👉 „ფაიზერმა Covid 19–ის პერორალური ანტივირუსული პრეპარატის დოზირების გამოცდა დაიწყო“ - ზაზა წერეთელი

👉 ისრაელში შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის მიღების შემდეგ პაციენტები 5 დღეში გამოჯანმრთელდნენ