COVID-19

„ასტრაზენეკას“ პირველ და მეორე დოზით ვაქცინაციის 10 თვემდე ინტერვალი დამცველობით უნარს ზრდის

„ასტრაზენეკა“ ინდოეთში გამოვლენილი კორონავირუსის ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია
1624951002
დაკოპირებულია

ახალი კვლევის თანახმად, AstraZeneca / Oxford Universit-ის ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის, 10 თვემდე ვაქცინაციის ინტერვალი COVID 19–ისგან დამცველობით უნარს ზრდის. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

ოქსფორდის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ პირველი დოზის მიღებიდან, მეორე დოზამდე 45 კვირიანმა მოცდის პერიოდმა გამოიწვია ანტისხეულების დონის მომატება და იმუნური რეაქციის გაძლიერება.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინების მკვლევარმა, პროფესორმა ენდრიუ პოლარდმა, განაცხადა, რომ კვლევის შედეგად მიღებული აღმოჩენა „სასიამოვნო სიახლე უნდა იყოს იმ ქვეყნებისათვის, სადაც ვაქცინის ნაკლები მარაგია, რომლებიც შეიძლება შეშფოთებულნი იყვნენ მეორე დოზების შეფერხებით“.

თებერვალში, ოქსფორდი მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სამ თვემდე ვაქცინის მიღების შუალედმა უფრო მაღალი იმუნური რეაქცია აჩვენა, ვიდრე ექვსკვირიანი დოზირებული პერიოდის შემდეგ.

უკანასკნელმა კვლევამ ასევე დაადგინა, რომ მეორე „გამაძლიერებელი“ დოზის მიღება ექვსი თვის შემდეგ იწვევს „ანტისხეულების მნიშვნელოვან ზრდას“ და „იმუნური რეაქციის გაძლიერებას COVID 19-ის მიმართ, მუტაციური შტამების ჩათვლით“.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ანტისხეულები „მნიშვნელოვნად გაიზარდა“ მესამე დოზის მიღების შემდეგაც.

ამ კვლევების მთავარმა ავტორმა ასოცირებულმა პროფესორმა ტერეზა ლამბემა აღნიშნა, რომ მესამე დოზა „კარგად მოქმედებს და მნიშვნელოვნად ზრდის ანტისხეულების რეაქციას, ეს ძალიან სასიხარულო ამბავია, თუ აღმოვაჩენთ, რომ საჭიროა მესამე დოზა,“ - დასძინა მან.

გვერდითი მოვლენების შემთხვევები ასევე აღმოჩნდა უფრო დაბალი მეორე და მესამე დოზებით ვაქცინაციის შემდეგ, ვიდრე პირველი დოზის მიღებისას.

AstraZeneca / Oxford University-ის ვაქცინა ერთ – ერთია COVID 19-ის აცრებიდან, რომელიც ჯერჯერობით დამტკიცებულია ევროპული მარეგულირებლის მიერ, მაგრამ რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ შეწყვიტა მისი ადმინისტრირება ან და განსაზღვრა კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფებისათვის, თრომბული პრობლემების გამო.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ასტრაზენეკას“ ვაქცინით ყველა პირველი დოზით აცრილს, ვისაც 24 ივნისიდან უსრულდება 10-12 კვირა, შესაძლებლობა აქვთ ვაქცინაციისათვის ჯავშანი გააკეთონ

✅თენგიზ ცერცვაძე COVID 19-ის სამკურნალო ახალ მედიკამენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

✅„მასობრივი ვაქცინაციის პროცესში „ფაიზერის“ ვაქცინაც ჩაერთვება“ - ეკატერინე ტიკარაძე