მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ასტრაზენეკას ვაქცინა ფაიზერზე მეტად ეფექტიანია და ბუსტერს არ საჭიროებს - ახალი კვლევა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ფაიზერი და ასტრაზენეკა Pia.ge
1628343384
COVID-19

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ასტრაზენეკას ორჯერ აცრის შემთხვევაში მესამე, ბუსტერული დოზის გაკეთება საჭირო აღარ არის. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მის მიერ ჩატარებულ კვლევებს ეფუძნება. ინფორმაციას telegraph.co.uk ავრცელებს.

ამავე კვლევების მიხედვით, ასტრაზენეკით აცრის შემთხვევაში Т-უჯრედები უფრო აქტიურია, ვიდრე ფაიზერის და მოდერნას ვაქცინის შემთხვევაში. Т-უჯრედები, რომლებიც ლეიკოციტების ერთ-ერთი სახეობაა, ვირუსის გენეტიკური კოდის შესახებ ინფორმაციას იმახსოვრებს, ორგანიზმის ხელახალი ინფიცირების შემთვევაში ამ კოდს ადვილად შიფრავს და ორგანიზმი დაუყოვნებლივ ანტისხეულებს გამოყოფს. შესაბამისად, ვირუსის დამარცხებას ადამიანი ბევრად მარტივად ახერხებს, ვიდრე ვაქცინაციამდე.

მეცნიერები კვლევებს განაგრძობენ, მაგრამ დღეს არსებული ინფორმაციით, Т-უჯრედები ადამიანის ორგანიზმში წლების განმავლობაში რჩება, მაშინ როდესაც ანტისხეულებს ორგანიზმი მაქსიმუმ 6-8 თვის განმავლობაში ინარჩუნებს.

„ვიმედოვნებთ, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა ადამიანს ვირუსისგან გრძელვადიანად დაიცავს“ - აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები. ამჟამად ასტრაზენეკას ვაქცინით დიდ ბრიტანეთში 32 მლნ ადამიანის აცრა იგეგმება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი კიდევ ერთი კომპანიის, ჯონსონი & ჯონსონის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ აღნიშნული ვაქცინა ადამიანს ვირუსისგან წლების განმავლობაში დაიცავს. ჯონსონი & ჯონსონის ვაქცინა დაახლოებით იგივე ტექნოლოგიით არის დამზადებული, როგორც ასტრაზენეკა, მაგრამ პაციენტს მხოლოდ ერთ აცრას უკეთებენ.

თავის მხრივ, კომპანია ფაიზერის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მისი ვაქცინის ეფექტიანობა დაახლოებით 4-6 თვის შემდეგ იკლებს და 84 პროცენტს შეადგენს. შესაბამისად, ბევრ ქვეყანაში ფაიზერის მესამე, ბუსტერული დოზის გამოყენება იგეგმება. ისრაელში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

ამავე თემაზე:

როგორ ივსება ვირუსით კოვიდით 19-ით ინფიცირებული აუცრელი ადამიანის ფილტვები - რენტგენის სურათები

დელტა შტამი - პასუხები თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან 10 კითხვაზე

დელტა შტამი ისეთივე გადამდებია, როგორც ჩუტყვავილა - ამერიკელი მეცნიერები