COVID-19

„აცრა არ იწვევს, არც ნაყოფის მხრივ და არც დედის მხრივ გართულებას“ - ნიკოლოზ კინტრაია

ორსულთა ვაქცინაცია
1628861730
დაკოპირებულია

რატომ უნდა აიცრან ორსულები? რამდენად უსაფრთხოა ვაქცინაცია მათთვის? რომელ თვეში და რა ვადაზე უნდა აიცრან ორსულები? დაფეხმძიმებას უშლის ხელს თუ არა ვაქცინაცია? - აღნიშნული თემის შესახებ ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკოლოზ კინტრაიამ ისაუბრა.

რატომ უნდა აიცრან ორსულები?

როგორც ნიკოლოზ კინტრაია აღნიშნავს, პასუხი ამ კითხვებზე გარკვეულია და ცალსახად არის ის, რომ აცრა ორსულთათვის არის ისეთივე უსაფრთხო, როგორც არა ორსულთათვის.

მიზეზი, თუ რატომ უნდა აიცრან ისინი, იგივეა, რაც რატომ უნდა აიცრან არა ორსულები? იმიტომ, რომ არ დაემართოთ COVID 19 და თუ მაინც დაინფიცირდნენ ამას მარტივად და მსუბუქი ფორმით გადაიტანენ.

რატომ არ უნდა აიცრას ადამიანი?

იმ შემთხვევაში, თუ აცრა რაიმეს ზიანს მიაყენებს მას, ორსულებზე თუა საუბარი და თუ იქნება ასეთი ფაქტი, რომ აცრის შემთხვევაში ორსულებში მოიმატა პერინატალურმა და ინტრანატალურმა სიკვდილიანობამ, ნაყოფის განვითარების მანკების რაოდენობამ და ა. შ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაფიქრდეს ადამიანი და იმსჯელოს იმაზე ღირს თუ არა ვაქცინაცია.

მაგრამ დღევანდელი მონაცემებით მსგავსი არაფერი არ ხდება და ეს მონაცემები ყოველდღიურად ახლდება, ყველას შეუძლია შეამოწმოს, ყველგან ნათქვამია, რომ აცრა არ იწვევს არც ნაყოფის მხრივ და არც დედის მხრივ გართულებას და კოვიდინფიცირებული ორსულების დამძიმება კი ხდება ძალიან ხშირად.

ადრე გვქონდა მონაცემი, რომ ორსულებში და ბავშვებში დაავადება მიმდინარეობდა შედარებით უფრო მსუბუქი ფორმით, ვიდრე არა ორსულებში, მაგრამ დღევანდელ დღეს ვითარება შეცვლილია, დღეს ისევე შეიძლება გართულდეს ორსული, როგორც არა ორსული. ამიტომ უნდა აიცრას ყველა ორსული ყველა ვადაზე.

რომელი ვაქცინით უნდა აიცრას ორსული?

რაც შეეხება ამ კითხვას, ითვლება რომ ე.წ. RNM ვაქცინები არის უსაფრთხო და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ „ფაიზერი“ არის სრულიად უსაფრთხო. ეს არ არის ჩემი პირადი მოსაზრება, ეს არის იმ კვლევების შედეგი, რომელიც ჩატარდა მთელ მსოფლიოში.

რომელ თვეში და რა ვადაზე უნდა აიცრან ფეხმძიმე ქალები?

რაც მალე აიცრებიან ორსულები, მით უკეთესი იქნება, რაიმე კვლევა, რომელიც გვეუბნება, რომ მეორე ან მესამე ტრიმესტრში ჯობია აცრა - ასეთი არ არსებობს, ვაქცინაცია უსაფრთხოა ორსულობის ნებისმიერ ვადაზე.

ის, ვინც აპირებს შვილის გაჩენას და ემზადება ამისთვის, ამ პერიოდში აცრა ისევე რეკომენდებულია, როგორც ფეხმძიმობის დროს?

რა თქმა უნდა, თუ გეგმავენ ორსულობას, ჯობია აცრის სრული კურსი ჩაიტარონ და ბოლო აცრიდან 2 კვირის შემდეგ დაგეგმონ, რადგან ამ დროის შემდეგ ითვლება, რომ ეს ანტისხეულები არის სრულად ჩამოყალიბებული, გამომუშავებული, ასე რომ უფრო უსაფრთხოა.

დაფეხმძიმებას უშლის ხელს თუ არა აცრა?

ვაქცინაცია დაფეხმძიმებას არ უშლის ხელს. არის შემთხვევები როდესაც 1 აცრა ჩაიტარა და ქალი აღმოჩნდა ორსულად და ხშირად კითხულობენ მეორე აცრა ჩავიტარო? ხომ არ არის საშიში? რომ არ შეწყდეს ორსულობა ხომ არ ჯობია ვაქცინაცია არ ჩავიტაროთო? - ორსულობისთვის აცრა არის უსაფრთხო და 1 აცრა თუ აქვს ჩატარებული და მერე აღმოაჩინა, რომ არის ფეხმძიმედ, ჩვეულებრივ, როგორც იყო დაგეგმილი, მეორე აცრაც მაშინ უნდა ჩატარდეს. ორსულობის დაგეგმვასთან აცრას არანაირი წინააღმდეგობრივი ჩვენება არ გააჩნია.

თითქმის ყოველ დღე ორსულები მეკითხებიან აცრის შესახებ, შემიძლია გითხრათ, რომ მოიმატა ვაქცინირებულ ორსულთა რიცხვმა. ანტინატალური მეთვალყურეობის ექიმებს მინდა ვთხოვო, რომ მათთან აღრიცხვაზე მყოფ ორსულებს ძალიან მკაფიოდ, ნათელი რეკომენდაცია მისცენ, რომ არანაირი ეჭვი არ არსებობს, აცრის გადადება არ ღირს არანაირი მიზეზით. ეს არის ერთადერთი ხსნა, განსაკუთრებით ორსულებში კი აუცილებელია“. - განაცხადა ნიკოლოზ კინტრაიამ.

იხილეთ აგრეთვე:

📣„ორსულებს თრომბოემბოლიის 38%-ზე უფრო მეტ

ი აქვთ რისკ ფაქტორი, ვიდრე არაორსულებს - გამოსავალი ვაქცინაციაა“ - ზაზა სინაურიძე

📣„ორსულებში განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს კოვიდინფექცია, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტრიმესტრში იქნებიან“ - ლევან რატიანი

📣ორსულების აცრა „ფაიზერით“ შეიძლება - პაატა იმნაძე

📣„კოვიდის შემდეგ მამაკაცებს უქვეითდებათ სპერმის გამომუშავების ფუნქცია“ - გიორგი კავკასიძე

„არავინ მოგცემთ უფლებას, კაცობრიობის არსებობას საფრთხე შეუქმნათ“

„პანდემიის გაქრობაზე საუბარი უნდა დაიწყოს“ - დავით გადელია

„რთული სათქმელია, პანდემია როგორ დასრულდება, გადაიქცევა სეზონურ გრიპად თუ  გაქრება, ამის თქმა ძნელია, მაგრამ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სადღაც მეექვსე მეშვიდე თვიდან პანდემიის გაქრობაზე საუბარი უნდა დაიწყოს“, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. 
1642751476
მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებას, დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით, გაასაჩივრებენ.
1642755091
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილის ინტერვიუს ეხმიანება, რომელმაც „ქრონიკას“ განუცხადა, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნებისმიერ სხვა პარტიასთან სისტემურ კოალიციას გამორიცხავს. 
1642760524
„სისტემური კოალიცია“ - ეს ხომ საერთოდ ძალიან სასაცილო რამე მოუფიქრებიათ... გასულ წელს ქვეყანაში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და გახარიას პარტიამ, სადაც კი იოტისოდენა შანსი ჰქონდა, ყველგან ნაცებთან გააფორმა კოალიცია“, - ასე გამოეხმაურა საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ნათია მეზვრიშვილის განცხადებას „ქრონიკასთან“, რომ პარტია „საქართველოსთვის“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნებისმიერ სხვა პარტიასთან სისტემურ კოალიციას გამორიცხავს.
1642760299
„მუდმივად ფეიკების გამავრცელებელ არხს პირდაპირ მიღებული აქვს დავალება სააკაშვილისგან, რომ ნებისმიერი ტყუილის, მათ შორის ამორალური სიცრუის ფასად ხელოვნურად დაამძიმონ სიტუაცია და შექმნან აპოკალიფსური სურათი“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს. 
1642759792
მზიანი ამინდი

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22–23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
1642748352
5 052 თბილისი, 861 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 56 386 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა. 
1642747831
8 767 ინფიცირება, 49 გარდაცვალება, 5 173 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარებ...
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 49 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5 173 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
1642745007
„უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გახდება ავად...
„შესაძლოა, „ომიკრონმა“ დაასრულოს პანდემია, მაგრამ სამწუხაროდ, შეიძლება, ახალი შტამი გამოჩნდეს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.