მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აცრების რაოდენობა მნიშვნელოვნად თუ გაიზრდება, მე-5 ტალღა კიდევ უფრო გადავადდება“ - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
1632649434
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ოქტომბერ-ნოემბერში აცრების რაოდენობა თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება, მე-5 ტალღა კიდევ უფრო გადავადდება.

გამყრელიძის თქმით, კვლავ დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი.

„თუ აცრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ოქტომბერ-ნოემბერში, მაშინ მეხუთე ტალღა კიდევ უფრო გადავადდება და იქნება შედარებით მსუბუქი. მეხუთე ტალღის დაწყება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება რესპირაციული ვირუსების სეზონი - წელს გრიპი იქნება ისეთივე ნაკლებად აქტიური, როგორც შარშან იყო, თუ - უფრო აქტიური. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება“, - განუცხადა „რუსთავი 2“ -ს ამირან გამყრელიძემ.

ამავე თემაზე:

🔴 კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში

🔴 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები

🔴 მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 232 მლნ-ს აჭარბებს