მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აცრილი ადამიანები ექსპერიმენტის მონაწილეები არ არიან“ - პროფესორი ზაალ კოკაია ფაიზერთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

პროფესორი ზაალ კოკაია
1628671990
COVID-19

შვედეთის ქალაქ ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი, ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორი ზაალ კოკაია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ფაიზერის შესახებ განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ფაიზერის ვაქცინა არ არის ექსპერიმენტული.

პროფესორ კოკაიას თქმით, ფაიზერის ვაქცინა ექსპერიმენტული იყო, როცა წლების წინ ხდებოდა მისი შექმნა და მაშინაც, როდესაც ფაიზერმა პირველი კლინიკური გამოცდები ამ პრეპარატის უსაფრთხოების დასადგენად ჩაატარა.

კოკაიას თქმით, ანტივაქსერების ერთ-ერთი ყველაზე „მძიმე“ არგუმენტი ის არის, რომ ფაიზერის რნმ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინა არის „ექსპერიმენტული“.

„ფაიზერის ვაქცინა არ არის „ექსპერიმენტული“ და აცრილი ადამიანები არ არიან „ექსპერიმენტის“ მონაწილეები
ანტივაქსერების ერთ-ერთი ყველაზე „მძიმე“ არგუმენტი ის არის, რომ ფაიზერის რნმ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინა არის „ექსპერიმენტული“.

ფაიზერის ვაქცინა იყო ექსპერიმენტული, როცა წლების წინ ხდებოდა მისი შექმნა და მაშინაც, როდესაც ფაიზერმა ჩაატარა პირველი კლინიკური გამოცდები ამ პრეპარატის უსაფრთხოების დასადგენად. მას შემდეგ ჩატარდა სამივე ფაზის კლინიკური გამოცდა ასობით ათასი ადამიანის მონაწილეობით და მილიონობით ადამიანი უკვე აიცრა მთელ მსოფლიოში.

ამ ვაქცინას მიღებული აქვს ავტორიზაცია ე.წ. განსაკუთრებულ სიტუაციებში გამოყენების ავტორიზაცია (emergency use authorization). კოვიდ პანდემია სწორედაც რომ განსაკუთრებულ სიტუაციას წარმოადგენს, ისევე როგორც 2018 წელს ებოლას ეპიდემია აფრიკაში, რომელიც ასევე საგანგებო სიტუაციისთვის ნებადართული ვაქცინით დაძლიეს.

ვაქცინაციის დაწყებიდან უამრავი სამეცნიერო და სამედიცინო ინფორმაცია დაგროვდა, ფაიზერმა 16 ივლისს შეიტანა განაცხადი მისი ვაქცინისთვის სრული ავტორიზაციის მისანიჭებლად. ჩვეულებრივად, ამ პროცესს 10 თვემდე დრო სჭირდება, მაგრამ კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე ავტორიზაციის პროცესი სავარაუდოდ აჩქარებული ტემპით ჩატარდება და რამდენიმე თვეში დასრულდება.

ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ეს პროცესი უპრობლემოდ ჩაივლის და გამომდინარე ფაიზერის ვაქცინის ძალიან მაღალი ეფექტურობიდან და უსაფრთხოებიდან, ფაიზერს მიენიჭება სრული ავტორიზაცია.
პრაქტიკული თვალსაზრისით ეს არაფერს ცვლის, ეს ისევ იგივე ვაქცინა იქნება, რაც დღეს არის ხელმისაწვდომი საქართველოში. თუმცა, ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს ეს არგუმენტიც გამოეცლებათ და იმედია მეტი ადამიანი უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს თავს და აიცრება. აცრილები არ კვდებიან“, - წერს ზაალ კოკაია.

ამავე თემაზე:

👉 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები

👉 2 363 თბილისი, 905 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

👉 „დღეში 30-33 ათასი აცრილი ადამიანი რეალური მიზანია“ - ჩხაიძე ვაქცინაციაზე