მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმის 11 სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა

კარანტინი სოხუმის სკოლაში
1633726709
COVID-19

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმის 11 საჯარო სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა.

ამავე ცნობით, კორონავირუსი მოსწავლეებს დაუდასტურდათ, რის გამოც თერთმეტივე სკოლაში თითო-თითო კლასი დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული.

ამავდროულად, ინფიცირების შემთხვევების გამო, აჭარაში 3 საბავშვო ბაღში სამი ჯგუფი დახურეს. ორი ჯგუფი დაიხურა ქედის საბავშვო ბაღში, ხოლო ერთი ჯგუფი, ბათუმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი დასწრებით რეჟიმში 4 ოქტომბერს განახლდა.