COVID-19

ბავშვების ვაქცინაცია რამდენიმე დღეში გადაწყდება - BBC

ვაქცინაცია მოზარდებში Pia.ge
1630912857
დაკოპირებულია

„ხელისუფლება მიიჩნევს, რომ 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაციის „ძლიერი საფუძველი“ არსებობს და გაერთიანებული სამეფოს მთავარი ექიმებისგან რჩევებს ელოდებიან“, - ამის შესახებ BBC-სთან საუბარში სანდო წყარო აცხადებს.

4 სექტემბერს ექსპერტებმა ვაქცინაციის საკითხებში მოზარდებში აცრის რეკომენდაცია არ გასცეს, რადგან მათი თქმით, ჯანმრთელ მოზარდში ვაქცინაციის სარგებელი „უმნიშვნელო“ აღმოჩნდა. ექსპერტებმა მთავარ ექიმებს მოზარდებში ვაქცინაციის დასაშვებად უფრო ღრმა კვლევების ჩატარების თხოვნით მიმართეს. გადაწყვეტილებას კი რამდენიმე დღეში ელოდებიან.

სამთავრობო წყაროები მიიჩნევენ, რომ მცირეწლოვანი ბავშვების ვაქცინაციამ შეიძლება შეამციროს სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების რისკი და ზამთრის მოახლოებასთან ერთად ხელი შეუწყოს ინფექციის შემცირებას.

დიდ ბრიტანეთში ამ დრომდე განიხილავენ ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გაერთიანებული კომიტეტის (JCVI) რეკომენდაციებს, თუ რომელი რისკჯგუფის ადამიანებისთვის იძლევიან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის რეკომენდაციას.

4 სექტემბერს JCVI–იმ რეკომენდაცია გაუწია ვაქცინის არსებული პროგრამის გაფართოებას, რომელიც გულისხმობს ვაქცინაციაში დამატებით 12-15 წლის 200,000 მოზარდის ჩართვას, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ, თუმცა, ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გაერთიანებულმა კომიტეტმა ამავე ასაკობრივ ჯგუფში ჯანმრთელი მოზარდების ვაქცინაციის რეკომენდაცია არ გასცა.

„ამ ასაკობრივ ჯგუფში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარგებელი ძალიან მცირეა, იმისთვის, რომ 12-15 წლის მოზარდებში საყოველთაო ვაქცინაციის რეკომენდაცია გავცეთ... ამ ეტაპზე“, - აცხადებენ JCVI-ში.

შეკითხვაზე, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ 12-15 წლის მოზარდების მშობლებმა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, როდესაც ექსპერტები აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრებას გამოთქვამენ, JCVI-ის წარმომადგენელი ენტონი ჰარდენი პასუხობს, რომ ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილებები „საკმაოდ მკაფიო“ იყო, მაგრამ ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის ჯანმრთელ მოზარდებში არ იყო „სწორი ან არასწორი“.

„ჩვენი სამუშაო შევასრულეთ. შევისწავლეთ მონაცემები, გავუძელით იმ ადამიანების უდიდეს ზეწოლას, რომლებიც სხვადასხვა განცხადებებით გვეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ფაქტობრივად მონაცემები ცივი გონებით შევაფასეთ“, - აცხადებს პროფესორი ჰარდენი.

მისი თქმით, თუკი ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება, მშობლებმა აუცილებლად უნდა გააცნობიერონ თუ როგორია მოზარდებში ვაქცინაციის რისკები და სარგებელი, ხოლო ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება, დათანხმდებიან თუ არა თავიანთი შვილების იმუნიზაციას.

„12-15 წლის მოზარდებში ვაქცინაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ არის ისეთივე მარტივი, როგორც შავის და თეთრის არჩევა“, - ამბობს პროფესორი.

ჯანდაცვის მდივანმა საჯიდ ჯავიდმა მთავარ ექიმებს სთხოვა, ვაქცინის ახალ ასაკობრივ ჯგუფში დაშვება „უფრო ფართო პერსპექტივიდან“ განიხილონ.

ლეიბორისტული პარტია აცხადებს, რომ „აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინაცია მოზარდებს სკოლებში სწავლების შეფერხებას თავიდან ააცილებს, რადგან მოსწავლეების დაინფიცირების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს და მთავრობამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით“.

თუმცა, გასათვალისწინებელი კიდევ ბევრია.

მოზარდებში ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში კორონავირუსის გავრცელების რისკი შეიძლება იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე ვარაუდობდნენ. მათი აზრით, აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ნახევარი შეიძლება უკვე ინფიცირებული იყოს და, შესაბამისად, ჰქონდეთ ბუნებრივი იმუნიტეტი.

„დელტა ვარიანტის გამოჩენა, აგრეთვე, ნიშნავს, რომ ვაქცინა ნაკლებად ეფექტიანია ინფექციის შესაჩერებლად. ვაქცინაციის ძირითადი მიზანია სერიოზული დაავადებების პრევენცია და ვინაიდან ამ ასაკობრივი ჯგუფის ჯანმრთელი ბავშვები დაბალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ამ შემთხვევაში ვაქცინაციის სარგებელი უმნიშვნელოა“, აცხადებენ JCVI-ში.

იქნებ ბავშვებს არაპროპორციულად დიდ ყურადღებას ვაქცევთ?

პროფესორი ჯეისონ ლეიტჩი, შოტლანდიის ეროვნული კლინიკური დირექტორი ბიბისისთან საუბარში ამბობს, რომ ექიმებს თხოვნით მიმართა, მოზარდების ვაქცინაცია შეაფასონ არა მხოლოდ რისკების მხრივ, არამედ შეხედონ ამ საკითხს საგანმანათლებლო გარემოს, ონლაინ სწავლების, უსაფრთხოების კუთხიდან.

შოტლანდიაში მოსწავლეები სკოლებს 11 აგვისტოს დაუბრუნდნენ, თუმცა, 1 კვირაში ინფიცირებულთა მაჩვენებელი გაორმაგდა. მიზეზად კი სკოლების გახსნა დასახელდა.

გასულ წელს ინგლისში კოვიდაფეთქება, რომელმაც ქვეყნის მეორედ ჩაკეტვა გამოიწვია, სექტემბერში, სკოლებში დაბრუნებასა და შემდგომ უნივერსიტეტების გახსნას დაუკავშირდა. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ისინი პანდემიის პერიოდში ექსპერტების რჩევების შესაბამისად იმოქმედებდნენ.

ვიდრე JCVI-ს სპეციალისტები რეკომენდაციებს გასცემენ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მინისტრების მითითებებს ითვალისწინებენ.

რას ფიქრობენ მშობლები შვილების ვაქცინაციაზე?

სანდრა კარტლონი (მშობელი) ამბობს, რომ მისი 12 წლის შვილის ვაქცინაცია არ სურს:

„მან ახლახან გადაიტანა კორონავირუსი. ამიტომ, ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უფრო სარისკოა, ვიდრე სასარგებლო. მას ყველაფერი რიგზე აქვს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ და არ ვარ დარწმუნებული, რომ ვაქცინაციის შემდეგაც ყველაფერი რიგზე ექნება“, - ამბობს კარტლონი.

კიდევ ერთი მშობელი სიუ იორკშირიდან ამბობს, რომ თანახმაა მისი 12 და 13 წლის შვილები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრან, თანაც „რაც შეიძლება მალე“.

„თუკი მოზარდების ვაქცინაცია მათი ინფიცირებისა და მშობლების შფოთვის რისკს შეამცირებს, დიახ, რა თქმა უნდა, ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციას აუცილებლად დავუჭერთ მხარს. სიტუაცია უფრო ღრმად უნდა შევაფასოთ. 13-15 წლის მოზარდებს უნდა ავუხსნათ, რომ მათი იმუნიზაცია მათივე უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი. “, - ამბობს სკოლებისა და კოლეჯების ასოციაციის ხელმძღვანელი ჯეფ ბარტონი ბიბისისთან საუბარში.

JCVI-ის ახალი რჩევის თანახმად, ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება რეკომენდებულია გულის, ფილტვებისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებში.

გადაწყვეტილება, რომ არ ვურჩიოთ ვაქცინა ყველა ჯანმრთელ ბავშვს, ნაწილობრივ დაფუძნებულია Pfizer და Moderna ვაქცინების უკიდურესად იშვიათი გვერდით ეფექტზე, რაც იწვევს გულის ანთებას, შედეგად კი შესაძლოა, განვითარდეს პალპიტაცია (პულსის აჩქარება) და გულმკერდის ტკივილი.

საფრანგეთში, იტალიაში, ისრაელსა და ირლანდიაში 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაციას მხარს უჭერენ, თუმცა, ვინაიდან ამ ჯგუფის მოზარდები კორონავირუსით ინფიცირების დაბალი რისკის ქვეშ არიან, JCVI-მ გადაწყვიტა, რომ აღნიშნული ჯგუფების ვაქცინაცია მოზარდებს „მინიმალურ სარგებელს“ მოუტანს და მათ არ აქვთ საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ 12-15 წლის მოზარდებში მასობრივი ვაქცინაციის რეკომენდაცია გასცენ.

პედიატრები ამბობენ, რომ Covid 19-ით ინფიცირებული ბავშვები, რომელთან ქრონიკული დაავადებები არ აღენიშნებათ, ერთი მილიონი შემთხვევიდან ორს ესაჭიროება რეანიმაციაში გადაყვანა, თუმცა ეს რიცხვი განსხვავდება ქრონიკული დაავადების მქონე კოვიდინფიცირებულ ბავშვებში, რადგან ამ შემთხვევაში ერთი მილიონიდან 100 საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებას.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრები შეუზღუდეს და ტელევიზორი ჩამ...

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გლდანის ციხეში გადაყვანისას მომხდარი ინციდენტის გამო პენიტენციურმა სამსახურმა მის წინააღმდეგ დისციპლინარული ზომები გაატარა, რაც შეხვედრების უფლების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას გულისხმობს. 
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 7 დეკემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
1638894318
„კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა.
1638883124
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0909 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0967 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.58 თეთრი შეადგინა.
1638882634
PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ. 
1638907159
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი

„რატომ უნდა შევურიგდე მე კალაძეს, ან რატომ უნდა შემირიგდეს კალაძე, რა...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას განცხადებით, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის იმდენად დიდი განსხვავებაა, რომ შერიგება ვერ შედგება, ამიტომ მთავარია მხარეებმა თანაარსებობა ისწავლონ.
ზურაბ აბაშიძე ოპოზიციას: მოიქეცით წესიერად, ხალხი სექტას რომ გიწოდებთ,...
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობა უნდა დაამტკიცონ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ კახა კალაძის შეურაცხყოფით ისინი იმ ასიათასობით ამომრჩეველს შეურაცხყოფენ, ვინ სწორედ თბილისის მოქმედ მერს დაუჭირა მხარი. 
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები 20:02 საათზე დაფიქსირდა. 
რევაზ სოხაძე: საკრებულოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ საქმისადმი ოპ...
„საკრებულოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ საქმისადმი ოპოზიციის არაკომპეტენტური დამოკიდებულება რჩება, რაც ძალიან სამწუხაროა“მ - ასე გამოეხმაურა საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ოპოზიციის განცხადებებს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე.