მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბავშვების ვაქცინაციის საკითხი განიხილება და გადაწყვეტილებები შემოდგომაზე იქნება მიღებული“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ლუგარის ლაბორატორიის დაარსებაზე საუბრობს
1630404419
COVID-19

„ბავშვების ვაქცინაციის საკითხი განიხილება და შემოდგომაზე იქნება მიღებული გადაწყვეტილებები“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით არ არის ერთგვაროვანი შეხედულება მსოფლიო მასშტაბით ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

„12 წლის ზემოთ მოზარდებისთვის მხოლოდ 2 ვაქცინას აქვს მიღებული ავტორიზაცია, ეს არის „ფაიზერი“ და „მოდერნა“. ამ 2 ვაქცინით აცრა დაწყებულია ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ არა საყოველთაოდ. ეს ქვეყნებია: კანადა, აშშ, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ბელგია. სკანდინავიის ქვეყნებში ამაზე არის სერიოზული მსჯელობა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამაზე მსჯელობს, ჩვენთვის მათი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია. მათი წინადადება ამ ეტაპზე არის, რომ ვაქცინაცია შესაძლებელია, მხოლოდ გარკვეულ ჯგუფებზე, გარკვეული ჩვენებებით, ანუ ვისაც აქვს სხვადასხვა თანმხლები დაავადებები.

ჩვენც გვყავს 10-მდე აცრილი ბავშვი 12-დან -15 წლამდე, ამიტომ ამაში მე დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. ერთადერთი ქვეყანაა ჩინეთი და მის გვერდით მყოფი რამდენიმე ქვეყანა, სადაც 3 წლის ასაკიდან „სინოვაკმა“ და „სინოფარმმა“ დაიწყო კალენდარულად ბავშვებში ვაქცინის გამოყენება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელმა კუდი ჩამოსწია“ - ამირან გამყრელიძე

✅„არავითარი შავი ბაზარი „ტოცილიზუმაბთან“ მიმართებით არ არსებობს“ - გაბუნია