COVID-19

ბელგიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა

მწოლიარე პაციენტი პალატაში
1583922196
დაკოპირებულია

კორონავირუსით გამოწვეული ლეტალური შემთხვევა ბელგიაში პირველად დღეს, 11 მარტს დაფიქსირდა. ამის შესახებ ბელგიური გამოცემა La Libre იუწყება.

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის, მეგი დე ბლოკის განცხადებით, ქვეყანაში ეს Covid-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. მისივე თქმით, გარდაცვლილი პაციენტი 90 წლის იყო და ის ბრიუსელის საავადმყოფოში მკურნალობდა.

ბოლო ინფორმაციით, ბელგიაში კორონავირუსის 270-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი პაციენტი განიკურნა.