მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბინაზე დარჩენილი ავადმყოფების ნაწილი დადიან ქუჩებში, სხდებიან საზოგადოებრივ ტრანსპორტში - ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერვცაძე Pia.ge
1628613251
COVID-19

„მაქვს ცნობა, რომ ბინაზე დარჩენილი ავადმყოფების ნაწილი, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ, არ იცავენ იზოლაციას. დადიან ქუჩებში, სხდებიან საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა და ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ასეთი შემთხვევების მაღალი რიცხვის შენარჩუნებას“, - აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში სერიოზული ეპიდსიტუაციაა.

როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, დღეს იყო 5600 ახალი შემთხვევა და 54 გარდაცვალება, შემთხვევების რაოდენობის მხრივ საქართველოში მსოფლიოში ლიდერთა ჯგუფშია.

„ჩვენ სისტემატურად ვიმეორებდით, ამის მიზეზია, ის, რომ მოხსნილია ყველა მკაცრი შეზღუდვა. დარჩენილი მინიმალური რეკომენდაციები, რომლებიც არ სრულდება. არ ატარებენ პირბადეს, თბილისის მიღმა პრაქტიკულად არავინ ატარებს პირბადეს. იმის მაგივრად, რომ თავი შეგვეკავებინა ყოველდღე მეტი და მეტი ხალხმრავალი ღონისძიება ტარდება. ამას დაემატა ის, რომ ლიბერალიზაცია მოხდა აღსრულების მექანიზმების კონტროლის მონიტორინგის. ჯარიმები გაუქმდა.

ეს ყველამ ვერ გაიგო და ბევრმა ისარგებლა, ისე კი არ მოიქცა, რომ მას ერთხელ აპატიეს, პირიქით, თითქოს ეს შეიძლება და ამ მავნე პრაქტიკას აგრძელებენ. გუშინ მთავრობამ მიიღო სერიოზული გადაწყვეტილებები. გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, თუმცა არა სერიოზული შეზღუდვები და ლოკდაუნი. გარდაცვალების მაჩვენებელი დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის. მთლიანად საქართველოს ევროპაში აქვს ყველაზე კარგი მაჩვენებელი, თუ არ გავითვალისწინებთ ბოლო ორ კვირას. ბოლო ორ კვირაში ეს განაპირობა შემთხვევების მკვეთრად ზრდამ და ვაქცინაციის დაბალმა მაჩვენებელმა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მან ასევე ისაუბრა ვაქცინაციის მიმდინარეობაზეც და აღნიშნა, რომ სრულად ვაქცინირებულ ქვეყნებს მინიმუმამდე აქვთ დაყვანილი სიკვდილის შემთხვევები.

„ვაქცინა, პირველ რიგში, იცავს სიკვდილისგან და შედარებით ნაკლებად დაავადების გადადებისგან. უნდა იყოს სულ ცოტა 25-30 ათასი ვაქცინაცია დღეში. მინდა, მოვუწოდო ყველას, კარგია „ფაიზერი“, თუმცა ნუ ჩავიკეტებით მარტო „ფაიზერზე“. ყველა ვაქცინა კარგია. ვაქცინირებულის სიკვდილის შემთხვევა არ ყოფილა.

სერიოზული ინსტიტუტების მიერ დადებულია სტატისტიკა, რომ ახალი შემთხვევების პიკს ორ კვირაში მოსდევს გარდაცვალების მაჩვენებლის პიკი. ჩვენ დავდივართ ყველა წამყვან კლინიკებთან, თუ სადმე შეკითხვაა ან ხარვეზი, ყველაფერს ვასწორებთ.

მოსახლეობა უნდა დაგვიდგეს გვერდით. ჯანდაცვის სამინისტრომ და კლინიკურმა სექტორმა გაუძლო ძალიან სერიოზულ დატვირთვებს. მიუხედავად ასეთი გადაძაბვისა, განსხვავებით წინა პერიოდისგან, ჯანდაცვა უმკლავდება ძალიან კარგად. ძირითადში ყველა ავადმყოფი იღებს საჭირო დახმარებას. ქვეყანას არ ემუქრება საფრთხე, არც ერთი ავადმყოფი არ დარჩენილა ჰოსპიტალიზაციის გარეშე, ოჯახის ექიმის და კოვიდსასტუმროს გარეშე, ამან ხალხის ყურადღება მოადუნა და იფიქრეს, რომ დაე, ეკონომიკა იყოს გახსნილი, ვიცხოვროთ ჩვეულებრივად და იყოს ეს ამდენი შემთხვევა.

მაქვს ცნობა, რომ ბინაზე დარჩენილი ავადმყოფების ნაწილი, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ, არ იცავენ იზოლაციას. დადიან ქუჩებში, სხდებიან საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა და ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ასეთი შემთხვევების მაღალი რიცხვის შენარჩუნებას. კატეგორიულად ვთხოვ, აღმასრულებელ და სხვა ხელისუფლებას, გააკონტროლოს ასეთი ადამიანები. 12 დღის მანძილზე ყველამ დაიცვას იზოლაციის წესები. არავითარ შემთხვევაში არ იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„კოვიდის შემდეგ მამაკაცებს უქვეითდებათ სპერმის გამომუშავების ფუნქცია“ - გიორგი კავკასიძე

✅„არჩევნები არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება მოხდეს ეპიდემიის დროს“ - გიორგი ფხაკაძე

„უნდა დაჯარიმდეს, გაფრთხილება უნდა მიეცეს და დაიხუროს ის დაწესებულებები, რომლებიც არ შეასრულებენ ამ რეგულაციებს“ - ვატო სურგულაძე