მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში გურიაში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოზურგეთი გურია
1599808184
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში გურიაში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ PIA.GE -ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავანაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული ადგილობრივია.

საერთო ჯამში, გურიაში კორონავირუსის 11 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 8 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა, 3 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

„11 შემთხვევიდან 5 შემოტანილია, დანარჩენი ადგილობრივი“, - აღნიშნა არჩილ მჟავანაძემ.

დღეს, საქართველოში COVID 19-ის მორიგი რეკორდი დაფიქსირდა. გამოვლინდა კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი.