მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 019 ადამიანი აიცრა

აცრა
1626074216
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 019-მა ადამიანმა გაიკეთა.

12 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 303 407 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 119 379 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 659 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 16 ადამიანი, ხოლო 713 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 377811-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5468 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 359939 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,64%, ბოლო 14 დღის - 3,87%, ბოლო 7 დღის - 4,24%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„სამწუხაროდ, ეპიდსიტუაცია უარესდება, უკვე ჩვენ თითქმის არცერთ რეკომენდაციას აღარ ვიცავთ და ეს ძალიან ცუდია“ - ამირან გამყრელიძე

✅„ის, რომ ასტრაზენეკით აცრილ მოქალაქეებს საზღვარგარეთ QR კოდის წაკითხვასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ, არ მსმენია“ - ამირან გამყრელიძე

✅441 თბილისი, 75 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში