მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 2 611 ადამიანი აიცრა

აცრა
1620200870
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2 611-მა ადამიანმა გაიკეთა.

5 მაისის მონაცემებით, ჯამურად 47 949 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 7009 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2171 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1074 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 315913 -ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 296532 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 7,85%, ბოლო 14 დღის - 5,33%, ბოლო 7 დღის - 6,27%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„მოქალაქეების აქტივობა „სინოფარმთან“ მიმართებით მაღალია, რადგან ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული“ - მაკა ბულეიშვილი